ლუგალზაგესი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლუგალზაგესი}} |
ლუგალზაგესი — უმას მეფე (დაახ. ძვ. წ. 2359 - ძვ. წ. 2335). პირველი შუმერი მეფე, რომელმაც სცადა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოებისგან ერთიანი სამეფო შეექმნა.
ლუგალზაგესის მამა ქურუმი იყო, თვითონ კი ახალგაზრდა გახდა უმის მეფე. თავდაპირველად მან ლაგაში დაიპყრო და ლაგაშის ენსიც გახდა.
მისი ბრძოლა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა, მან დაიპყრო შუმერული ქალაქების უმეტესობა, მაგრამ შუმერულ პოლიტიკურ და სასულიერო ელიტას არ სურდა გაერთიანება. ლუგალზაგესის სამეფოს დედაქალი ურუქი იყო. ნიპურის დაპყრობის შემდეგ მან აიღო "ქვეყნის ლუგალის" ტიტული. ამ დროისთვის ქალაქ-სახელმწიფოები ერთმანეთთან პერმანენტული ომის მდგომარეობაში იყვნენ და მათი გაერთიანება კარგი დიპლომატიის გარეშე, მხოლოდ იარაღით შეუძლებელი იყო.
როდესაც ლუგალზაგესის დიდების პიკმა გადაიარა მას დაუპირისპირდა კიშის კარზე მსახური სარგონ ძველი, აქადის იმპერიის დამაარსებელი. სარგონმა შეიპყრო ლუგანზაგესი და გალიაში გამოამწყვია ნიპურის მთავარი ტაძრის წინ. თვითონ კი შემართებით შეუდგა ლუგალზაგესის გეგმის განხორციალებას, ოღონდ სემიტური ეგიდით. უცნობია დასაჯა თუ არა ლუგალზაგესი სარგონმა სიკვდილით.
სტატიის