მალამპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მალამპა
ინგლ. Malampa Province
დროშა

ქვეყანა ვანუატუს დროშა ვანუატუ
ადმ. ცენტრი Lakatoro
კოორდინატები 16°15′00″ ს. გ. 167°45′00″ ა. გ. / 16.25000° ს. გ. 167.75000° ა. გ. / -16.25000; 167.75000
დაარსდა 1994
ფართობი 2779 კმ²
მოსახლეობა 36 727 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 13,22 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+11

მალამპა (ინგლ. Malampa Province) — ვანუატუს რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც შედგება სამი ძირითადი კუნძულისაგან: მალეკულა, ამბრიმი და პაამა, რომელთა სახელების პირველი ასოებისაგან შედგება პროვინციის დასახელება. პროვინციაში შედის ასევე სხვა მცირე კუნძულები — ურიპივი, ნორსუპი, რანო, უალა, ატჩინი, ვაო და ვულკანური კუნძული ლოპევი (დღეისათვის დაუსახლებელი). მოსახლეობა — 36 727 ადამიანი (2009), ფართობი — 2779 კმ². პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ლაკატორო (კუნძულ მალაკულაზე).