მაგოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგოტი
Macaca sylvanus Morocco 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ანთრისებრნი
გვარი: მაკაკი
სახეობა: მაგოტი
ლათინური სახელი
Macaca sylvanus

მაგოტი ან ბერბერული მაკაკა (ლათ. Macaca sylvanus) — ერთადერთი მაიმუნი, რომელიც ველური სახით ცხოვრობს ევროპის ტერიტორიაზე (გიბრალტარზე). გარდა ამისა, მატოტი - ერთადერთი მაკაკაა, რომელიც აზიის გარეთ ცხოვრობს.

მაგოტი უკუდო ვიწროცხვირა მაიმუნია. სხეული დაფარული აქვს ხშირი მუქი-ყვითელი ბალნით, ხშირად მოწითალო ელვარებით. მამრის სიგრძე 75-80 სმ-ს აღწევს, წონა - 13-15 კგ-ს. მდედრები ოდნავ მცირე ზომის არიან. 4-5 წლის ასაკში მაგოტები ზრდასრულ ასაკს აღწევენ, სულ 20 წელს ცხოვრობენ. გავრცელებულია ატლასის მთებში (მაროკო, ალჟირი და ტუნისი) და გიბრალტარის კლდეებზე.

მაგოტები მთებში ზღვის დონიდან 2300 მ-მდე ცხოვრობენ. იტანენ -10 °С სიცივეს. ცხოვრობენ ფიჭვნარ, მუხის ტყეებში, იკვებებიან მცენარეული ნაყოფით, ძირხვენებით, წიწვოვანი ხეების თესლებით და ზოგიერთი სახის მწერებით (პეპლები, ხოჭოები და მისთ.).

აფრიკის მთებში ბერბერული მაკაკები მუდამ მრავლად იყვნენ, თუმცა გიბრალტარში ისინი გადაშენების პირზე იყნენ მისული XX საუკუნის შუა რიცხვებში. ადგილობრივი მმართველობის მიერ მიღებულმა ზომებმა მაკაკების ან სახეობის გადარჩენა მოახერხა.

მაგოტი გამოსახულია გიბრალტარის 5 პენსიან მონეტაზე. მეორე მხარეს გამოსახული დედოფალი ელისაბედ II.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Thomas Geissmann: Vergleichende Primatologie. Springer-Verlag, Berlin u. a. 2003, ISBN 3-540-43645-6.
  • Ronald M. Nowak: Walker's Mammals of the World. 6th edition. Johns Hopkins University Press, Baltimore MD 1999, ISBN 0-8018-5789-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მაგოტი