ლუსაკის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი ლუსაკა

ლუსაკის შეთანხმება — ხელი მოაწერეს 1974 წლის 7 სექტემბერს ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში. ხელს აწერდნენ ერთი მხრივ, ფრელიმო და მეორე მხრივ პორტუგალიის ახალი ხელისუფლება, რომელიც მიხაკების რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

ხელშეკრულების თანახმად პორტუგალიამ სცნო მოზამბიკელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება და ფრელიმოსთან შეათანხმა ხელისუფლების გადაცემის პირობები. ხელშეკრულების თანახმად დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადებულიყო გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ. მოზამბიკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1975 წლის 25 ივნისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]