ლომონოსოვის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლომონოსოვის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია
ლომონოსოვის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია — რუსეთი
ლომონოსოვის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′51″ ჩ. გ. 29°45′45″ ა. გ. / 59.91417° ჩ. გ. 29.76250° ა. გ. / 59.91417; 29.76250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ლომონოსოვი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი აღდგენილი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810774000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. შჩეგოლოვი
თარიღდება XIX საუკუნე

ლომონოსოვის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია (რუს. Церковь Спиридона Тримифунтского) — მართლმადიდებლური ეკლესია ლომონოსოვში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1895-1896 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. 2002 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია ოლეგ ემილიანენკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ამ ადგილზე 1838 წლის 14 ოქტომბერს, ხაზინის ფინანსებით დაიწყეს ხის ეკლესიის მშენებლობა არქიტექტორ ალექსი მელნიკოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობის ინიციატორები იყვნენ დიდი თავადი ელენა პავლეს ასული და საგვარდიო კორპუსის ხელმძღვანელი მისი მეუღლე, მიხეილ პავლეს ძე

ტაძრის ფუნდამენტში ჩააყოლეს მინის ჭურჭელში ჩადებული ქაღალდი, რომელზეც ეწერა, რომ დიდმა თავადებმა ელენა პავლეს ასულმა და მისმა მეუღლემ მიხეილ პავლეს ძემ 1838 წლის 2 ოქტომბერს საფუძველი ჩაუყარეს აღნიშნული ეკლესიის მშენებლობას.

ტაძრის კურთხევა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელზე, სავარაუდოდ, შედგა 1838 წლის 24 დეკემბერს. თუნუქით გადახურული ხის ეკლესია ააგეს აგურის ფუნდამენტზე. ეკლესიის სიგრძე იყო 26 მეტრი, სიგანე - 10,5 მეტრი, ხოლო სიმაღლე (გუმბათის გარეშე) - 8,5 მეტრი. ეკლესიას ჰქონდა მცირე სამრეკლო, საკურთხევლის თავზე დამონტაჟებული იყო რკინის ჯვარი.

1856 წელს ვოლინსკის ლეიბ-გვარდია გადავიდა ვარშავაში, საეკლესია ჭურჭელი პოლკის წევრებმა თან წაიღეს. ეკლესია გადაეცა გამნაღმელთა ლეიბ-გვარდიის ბატალიონს. 1859 წელს ეს ბატალიონი დაშალეს და ორი წლის განმავლობაში არცერთი სამხედრო დანაყოფი ქალაქში არ იყო, ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენდა კარის პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სასულიერო პირი.

1861 წელს ორანიენბაუმში (ლომონოსოვში) ცარსკოე-სელოდან გადაიტანეს სასავლო ქვეითი ბატალიონი, რომლის ხელმძღვანელიც იყო გენერალ-მაიორი ვლადიმირ ნოტბეკი. მან ნაწილობრივ გადააკეთა ეკლესია, რამდენადმე გააფართოვა იგი, მიაშენა კუთხის ეგვტერები და დააყენა ახალი, სამსართულიანი კანკელი.

1874 წელს ხაზინის ხარჯზე მოხდა ეკლესიის კაპიტალური რემონტი. 1882 წელს ეკლესია გადაეცა ოფიცერ მსროლელთა სკოლას.

მეორე ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროთა განმავლობაში ძველი ეკლესია მოძველდა და დადგა აუცილებლობა იმისა, რომ აეშენებინათ ახალი, უფრო ტევადი ეკლესია. 1895 წლის ოქტომბერში ძველი ტაძარი სრულიად დაშალეს და უკვე ამავე წლის 10 ნოემბერს მის ადგილას საფუძველი ჩაუყარეს, ახალ, იმავე სახელწოდების ეკლესიას, რომლის პროექტიც შეიმუშავა სამხედრო ინჟინერმა ვ. შჩეგოლოვმა. საფუძვლის ჩაყრის დროს ძველად ჩაყოლებული მინის ჭურჭელში შენახული ქაღალდის ნაცვლად ახლა სხვა ჭურჭელი ჩააყოლეს იგივე შინაარსით.

ტაძრის საზეიმო კურთხევა გაიმართა 1896 წლის 8 სექტემბერს. იგი აკურთხა რიგისა და მიტავის მთავარეპისკოპოსმა არსენ ბრიანცევმა.

1917 წლის შემდეგ ეკლესია მიაწერეს ლომონოსოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს, 1921 წლიდან კი ყოფილ კარის პანტელეიმონის ეკლესიას.

1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და წლების განმავლობაში მისი შენობა დანიშნულებით მიხედვით არ გამოიყენებოდა, რის შედეგადაც 2000-იანი წლების დასაწყისში ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

2002 წელს მასში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც გაგრძელდა 2008 წლამდე. 2008 წლის მარტში ტაძრის სრული მოძველების გამო იგი დაშალეს.

ახალი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ტაძრის დაშლის შემდეგ დაიწყო მისი აღდგენა ისტორიულ ფუნდამენტზე თავდაპირველი ისტორიული სახით, ისე როგორც იგი იყო 1896 წელს. 2016 წლის 28 აგვისტოს აღდგენილ ტაძარში წარიმართა პირველი ღვთისმსახურება[1].

ახალი ტაძრის სიგრძეა 32 მეტრი, სიგანე 19 მეტრი, ხოლო სიმაღლე გუმბათის ჩათვლით - 25,5 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бриллиантов Е. А., прот. Церковь св. Спиридона Тримифийского, что при Офицерской стрелковой школе в г. Ораниенбауме (историко-статистическое описание церкви) и Сведения о жизни и чудесах св. Спиридонова, епископа Тримифийского. — СПб.: тип. В. Киршбаума, 1886. — [2], 49 с.
  • Лапшин Г. П., прот. Краткий очерк истории церкви св. Спиридона Тримифийского, что при Офицерской стрелковой школе в гор. Ораниенбауме, с приложением сведений о житии и чудесах св. Спиридона, епископа Тримифийского. — СПб.: тип.-лит. С. Н. Цепова, 1901. — 16 с.
  • Гусаров А.Ю. Ораниенбаум. Три века истории. — СПб, 2011. — ISBN 978-5-93437-329-1.
  • Горбатенко С. Б. Петергофская дорога. Историко-архитектурный путеводитель. — СПб, 2002.
  • Журавлев В. В., Митюрин Д. В., Сакса К. Б. Форпост Петербурга. Три века ратной истории Ораниенбаума-Ломоносова. — СПб, 2011. — ISBN 978-5-903984-26-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]