ლისოგორკის ბუნების ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლისოგორკის ბუნების ძეგლი

Лысогорка

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა კუიბიშევის რაიონი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დაარსდა 19 ოქტომბერი, 2006
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო

ლისოგორკის ბუნების ძეგლი (რუს. Лысогорка) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური დაცული ტერიტორია - ბუნების ძეგლი. მდებარეობს კუიბიშევის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ლისოგორკამ ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ოლქის მთავრობის 2006 წლის 19 ოქტომბრის № 418 გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისოგორკის რაიონი მიეკუთვნება სამხრეთრუსული ქსეროფიტების გავრცელების არეალს - ზეგანის მშრალი გარემოს მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ გაუძლონ ხანგრძლივ გვალვას და მაღალ სიცხეს. მრავალი სახეობა, რომელიც ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე გვხვდება იშვიათი სახეობაა და შეტანილია როსტოვის ოლქის წითელ წიგნში. ესენი არიან: ვაციწვერა, ავშანი, რუსული ხახვისთავა, დონის ონოსმა, ტერესკენი და სხვა.

როსტოვის ოლქის ტერიტორია გეოლოგიურ წარსულში წარმოადგენდა ნაოჭა მთათა ქედს. ბუნების ძალების მოქმედების შედეგად ქედი თანდათან დაიშალა. ეს მოვლენები ხდებოდა შუა კარბონულ სისტემაში (311 მლნ წლის წინ) ალბურ სართულზე (103 მლნ წლის წინ) და ნეოგენური სისტემის ბურდიგალურ სართულზე (18 მლნ წლის წინ). ამ პერიოდში ლისოგორკის ტერიტორია, თბილი და თავთხელი ზღვის ფსკერს წარმოადგენდა.

კაინოზოური ერის მეოთხეულ სისტემაში გამყინვარებამ ვერ მიაღწია როსტოვის ოლქის ტერიტორიამდე. მწვერვალებზე ყინულების დნობის შედეგად დაიტბორა ტერიტორია და ჩამოყალიბდა რელიეფი.

ლისოგორკამ სოფელ ლისოგორკასთან ერთად, ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ოლქის მთავრობის 2006 წლის 19 ოქტომბრის № 418 გადაწყვეტილების შესაბამისად. ბუნების ძეგლს გააჩნია ბუნებისდაცვითი და სასწავლო დანიშნულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"О памятниках природы Ростовской области". Постановление Администрации Ростовской области от 19 октября 2006 года № 418.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]