ხახვისთავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ხახვისთავა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Centaurea macrocephala | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ხახვისთავა (ლათ. Centaurea macrocephala; syn. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 1 მ-მდე სიმაღლისა. ქვედა ფოთლები — მოგრძო-ლანცეტაა, ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე, ზომით თანდათან მცირდება. კალათები მსხვილია, სფეროსებრი, 30-50 მმ დიამეტრის, მათ საბურვლის ფოთალაკები მრავალრიგადაა განლაგებული, დანამატები სიფრიფანაა, ყვავილები კაშკაშა ყვითელია. იზრდება მთის ზედა სარტყელებში, ტყეებში ტყის პირებსა და მაღალბალახეულებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დ. მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკის თაიგული, თბ. 2001