ლივები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლივების ეროვნული დროშა

ლივები — ფინურ-უნგრული წარმოშობის ტომები (რუსულ მატიანეებში „ლიბ“). უძველეს ხანაში სახლობდნენ თანამედროვე ჩრდილოეთ და დასავლეთ ლატვიის ტერიტორიაზე. IX-XII საუკუნეებში ლატვიის რიგის ყურის მომიჯნავე ტერიტორიები ეკავათ. მათი მთავარი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. დიდ როლს თამაშობდა თევზჭერა, ტყიური მეფუტკრეობა, აგრეთვე ვაჭრობა. ამჟამად მათი შთამომავლები წარმოადგენენ მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ ლატვიაში ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ვენტსპილსის რაიონში.

ლიტერატურა[რედაქტირება]