ლიბიელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიბიის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, 1974 წ. (CIA)
  დაუსახლებელი
ლიბიის მოსახლეობის სქესობრივბ-ასაკობრივი პირამიდა 2011 წ.

ლიბიელები — ერი, ლიბიის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა დაახლოებით 6 355 მლნ (2010). ლაპარაკობენ არაბულ ენაზე. მორწმუნენი სუნიტური მიმართულების ისლამს აღიარებენ. ლიბიელები ჩამოყალიბდნენ არაბი ტომებისა (რომლებიც ამ ტერიტორიაზე VII-XI საუკუნეებშ შემოიჭრნენ) და ადგილობრივი ბერბერების შერევის შედეგად, რომლებმაც შეითვისეს არაბთა ენა, რელიგია და ჩვევები.

ზღვისპირა ზოლის ლიბიელები მისდევენ მიწათმოქმედებას (ზეთისხილი, ციტრუსები, ფინიკის პალმა), სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში მცხოვრებნი - მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მესაქონლეობას.

მთლიანი მოსახლეობა (x 1000) მოსახლეობის ასაკი 0–14 (%) მოსახლეობის ასაკი 15–64 (%) მოსახლეობის ასაკი 65+ (%)
1950 6 029 41.9 53.4 4.7
1955 6 126 43.0 52.7 4.3
1960 6 349 43.3 52.7 4.0
1965 6 623 43.4 53.0 3.6
1970 6 994 45.2 52.1 2.7
1975 7 066 46.5 51.3 2.2
1980 7 193 47.0 50.7 2.2
1985 7 750 47.3 50.5 2.3
1990 7 834 43.5 53.9 2.6
1995 7 975 38.3 58.8 2.9
2000 8 231 32.4 64.2 3.4
2005 8 970 30.6 65.6 3.8
2010 9 655 30.4 65.3 4.3

მოსახლეობის აღწერები[რედაქტირება]

ლიბიელი ახალგაზრდა მამაკაცები ქალაქ ელ–ბაიდაში. მოსახლეობის 30 % 15 წელს ქვემოთაა

ლიბიაში სულ მოსახლეობის რვა აღწერა ჩატარდა. პირველი მათგანი 1931 წელს, ბოლო კი 2006 წელს.[1][2]

წელი ქალები (ათასი) კაცები (ათასი) მთლიანი მოსახლეობა (ათასი) საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტი (%)
1931 704
1936 463 386 849 3.8
1954 564 524 1,089 1.4
1964 (31 ივლისი) 813 751 1,564 3.7
1973 (31 ივლისი) 1,192 1,057 2,249 4.1
1984 (31 ივლისი) 1,954 1,689 3,643 4.5
1995 (11 აგვისტო) 2,237 2,168 4,405 1.7
2006 (15 აპრილი) 2,934 2,723 5,658 2.3

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. B.R. Mitchell. International historical statistics: Africa, Asia & Oceania 1750-2000.
  2. United nations. Demographic Yearbooks 1948-2008