ლეო ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო ანთაძე
დაბადების სახელი ლეო ანთაძე
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1932 (1932-11-12) (91 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1955 – დღემდე

ლეო ანთაძე (დ. 12 ნოემბერი, 1932, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979).

1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია — რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)