ლეონიდ ოსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონიდ ოსიკა
მშობლიური სახელი Леоні́д Михайлович Осика
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1940
კიევი, უსსრ
გარდაცვალების თარიღი 16 სექტემბერი, 2001
კიევი, უკრაინა
მოქალაქეობა სსრკ, უკრაინა
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1966-1993

ლეონიდ მიხაილოვიჩ ოსიკა (უკრ: Леоні́д Миха́йлович Оси́ка; დ. 8 მარტი, 1940 ― გ. 16 სექტემბერი, 2001) ― უკრაინელი და საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონიდ ოსიკა 1940 წლის 8 მარტს კიევში დაიბადა. 1959 წელს ოდესის სამხატვრო-თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა. 1965 წლიდან ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში მუშაობდა. სერგო ფარაჯანოვთან, იური ილენკოსთან და სხვებთან ერთად „უკრაინული პოეტური კინოს“ სკოლა დააარსა. 1990-1993 წლებში უკრაინის კინემატოგრაფთა კავშირის საბჭოს მდივანი იყო.

ლეონიდ ოსიკა 2001 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988)[1]
  • უკრაინის სახალხო არტისტი (1998)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Поетичне кіно: заборонена школа. — Київ: АртЕк, Редакція журналу «Кіно-Театр», 2001. — ISBN 966-505-068-0
  • Брюховецька Л. Леонід Осика. — Київ: KM-Academia, 1999. — ISBN 966-518-026-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]