ლენსტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენსტერი
Laighin / Cúige Laighean
დროშა
Flag of Leinster.svg
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
სტატუსი პროვინცია
მოიცავს კარლოუ
დან-ლერი-რატდაუნი
ფინგალი
სამხრეთი დუბლინი
დუბლინი
კილდერი
კილკენი
ლიში
ლონგფორდი · ლაუტი
მითი
ოფალი
უესტმითი
უექსფორდი
უიქლოუ
მსხვილი ქალაქი დუბლინი
მსხვილი ქალაქები დროედა
დანდალკი
სვორდსი
ბრეი
მოსახლეობა (2011)
2 501 208 კაცი (1 ადგილი)
ფართობი 19 800 კმ² (3 ადგილი)
ლენსტერი რუკაზე

ლენსტერი (ინგლ. Leinster, ირლ. Laighin) — ირლანდიის პროვინცია, მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება]

უძველეს დროში დღევანდელი ლენსტერი იყოფოდა სამ სამეფოდ: მიდე, ოსრეგი და ლენსტერი. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ მიდე და ლენსტერი თანდათან შეერწყა ერთმანეთს. ამის ძირითადი მიზეზი პეილი იყო, რომელიც მოიცავდა ორივე ტერიტორიას. შემდგომში უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

საგრაფოები[რედაქტირება]

ლენსტერი აერთიანებს 12 საგრაფოს: კარლოუ, დუბლინი, კილდერი, კილკენი, ლიში, ლონგფორდი, ლაუტი, მითი, ოფალი, უესტმითი, უექსფორდი და უიკლოუ. ისტორიული საგრაფო დუბლინი დღეს ადმინისტრაციულად დაყოფილია 3 საგრაფოდ (დან-ლერი-რატდაუნი · ფინგალი · სამხრეთი დუბლინი) და ქალაქ დუბლინად.

უდიდესი დასახლებები[რედაქტირება]

# დასახლება საგრაფო მოსახლეობა
1 დუბლინი 1,110,627
2 სვორდსი ფინგალის საგრაფო 42,738
3 დროედა ლაუტის საგრაფო 38,578
4 დანდალკი ლაუტის საგრაფო 35,085
5 ბრეი უიკლოუს საგრაფო 31,901
6 ნავანი მითის საგრაფო 28,179
7 კილკენი კილკენის საგრაფო 24,423
8 ნიუბრიჯი კილდერის საგრაფო 21,561
9 კარლოუ კარლოუს საგრაფო 20,724
10 ნეისი კილდერის საგრაფო 20,573
11 ათლონი როსკომონის საგრაფო
უესტმითის საგრაფო
20,138
12 მალინგარი უესტმითის საგრაფო 20,103
13 უექსფორდი უექსფორდის საგრაფო 20,072
14 სელბრიჯი კილდერის საგრაფო 19,537

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]