კილდერის საგრაფო
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | საგრაფო |
| შედის | ლენსტერი |
| ადმინ. ცენტრი | ნეისი |
| ოფიც. ენები | ინგლისური, ირლანდიური |
| მოსახლეობა (2011) |
209,955 კაცი (7 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 96,8 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1693 კმ² (24 ადგილი) |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | KE |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
კილდერი (ინგლ. Kildare; ირლ. Contae Chill Dara) — საგრაფო ირლანდიის აღმოსავლეთით. შედის ლენსტერის პროვინციის შემადგენლობაში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — ნეისი. მოსახლეობა — 209,955 ადამიანი (მე-7 ადგილი საგრაფოებს შორის; 2011 წლის მონაცემები).
გეოგრაფია [რედაქტირება]
საგრაფოს ფართობია 1693 კმ2. ამ მაჩვენებლით ის იკავებს 24-ე ადგილს 32 ირლანდიურ საგრაფოს შორის. ლენსტერის 12 საგრაფოს შორის ის მერვეა ფართობით და მეორე — მოსახლეობით. კილდერი ესაზღვრება კარლოუს საგრაფოს სამხრეთით, ლიშისა და ოფალის საგრაფოებს დასაველთით, მითის საგრაფოს ჩრდილოეთით, დუბლინსა და უიკლოუს საგრაფოს კი — აღმოსავლეთით.
ფიზიკური გეოგრაფია [რედაქტირება]
საგრაფოში გადის სამი დიდი მდინარე: ბაროუ, ლიფი და ბოინი.
ალენის ჭაობის — ირლანდიის უდიდესი ჭაობის — დიდი ნაწილი, 243 კმ2, მდებარეობს კილდერის საგრაფოს ტერიტორიაზე (მოიცავს ტერიტორიის 14%-ს). ეს ჭაობი ასევე იჭიმება მითის, ოფალის, ლიშისა და უესტმითის საგრაფოების ტერიტორიებზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||