როსკომონის საგრაფო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | საგრაფო |
| შედის | კონაქტი |
| ადმინ. ცენტრი | როსკომონი |
| მსხვილი ქალაქები | ათლონი ბოილი |
| მოსახლეობა (2011) |
63,896 კაცი (27 ადგილი) |
| ფართობი | 2,547 კმ² (11 ადგილი) |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | RN |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
როსკომონის საგრაფო (ინგლ. County Roscommon, ირლ. Contae Ros Comáin) — საგრაფო ირლანდიაში.
სექციების სია |
სახელწოდება [რედაქტირება]
საგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ როსკომონისგან.
გეოგრაფია [რედაქტირება]
ფართობი [რედაქტირება]
ლიტრიმის საგრაფოს ფართობი არის 2,547 კმ. იგი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 11-ზე (32-დან) ირლანდიაში.
საზღვრები [რედაქტირება]
როსკომონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სლაიგოს საგრაფო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ლიტრიმი, აღმოსავლეთიდან — ლონგფორდი და უესტმითი, სამხრეთიდან — ოფალი, სამხრეთ-დასავლეთიდან — გოლუეი და მეიო — დასავლეთიდან.
ქალაქები [რედაქტირება]
- ბოილი
- ბალიფარნანი
- ბალინლოხი
- ბალაგადერინი
- ათლონი
- ათლიგი
- ლეინსბორო-ბალილიგი
- კასლრეი
- სტროკსტაუნი
- როსკომონი
ფიზიკური გეოგრაფია [რედაქტირება]
როსკომონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ტბა — ლოხ კეი, რომელზეც 32 კუნძულია. ამ საგრაფოშია ასევე ირლანდიის გეოგრაფიული ცენტრი.[1]
მოსახლეობა [რედაქტირება]
- როსკომონი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში,[2] ხოლო 27-ზე ირლანდიაში.
- ირლანდიის დიდ შიმშილობამდე როსკომონის მოსახლეობა 253,591 ადამიანს შეადგენდა, დღეს კი — მხოლოდ 63,898-ია.
- 2008 წლის მონაცემებით როსკომონის საგრაფოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.[3]
პიროვნებები [რედაქტირება]
როსკომონის საგრაფოში დაიბადნენ:
- დუგლას ჰაიდი — ირლანდიელი ენათმეცნიერი. ირლანდიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
- უილიამ პერსი ფრენჩი — ირლანდიელი კომპოზიტორი.
- კრის ო'დაუდი — ირლანდიელი მსახიობი.
- მორინ ო'სალივანი — პირველი ირლანდიელი საერთაშორისო მსახიობი ქალი.
დაძმობილებული ადგილები [რედაქტირება]
როსკომონის დაძმობილებული ადგილები არიან:
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.osi.ie/en/faq/faq3.aspx
- ↑ Corry, Eoghan (2005). The GAA Book of Lists. Hodder Headline Ireland, 186–191 გვ..
- ↑ Roscommon tops life expectancy study. RTÉ News. RTÉ Commercial Enterprises (12 August 2008). წაკითხვის თარიღი: 19 August 2009.
- ↑ Twinning
|
||||||||||||||||||||
|
|||||||
სტატიის