ლენკა ჩუკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენკა ჩუკო
მშობლიური სახელი Lenka Çuko
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1938 (84 წლის)
ლუშნია (ოლქი), ალბანეთი
მოქალაქეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
პროფესია პარტიული ფუნქციონერი
პარტია ალბანეთის შრომის პარტია
ხელმოწერა

ლენკა ჩუკო (ალბ. Lenka Çuko; 8 ივლისი, 1938, ლუშნიას რაიონი) —  ალბანელი კომუნისტი, ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი 1976-1990 წლებში. იგი გახლდათ სტალინის და ხოჯას პოლიტიკის აქტიური გამტარებელი. კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ მას პატიმრობა მიუსაჯეს. გაათავისუფლეს ამნისტიით.[1]

"პარტიული იზაურა"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენა ჩუკო დაიბადა ალბანეთის სოფლის ოჯახში. ახალგაზრდობიდან კოლმეურნეობაში მუშაობდა. 22 წლის ასაკში იგი შეუერთდა მმართველ კომუნისტურ ალბანეთის შრომის პარტიას. 1968 წელს იგი გახდა სტალინის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. 1970 წლიდან — ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კრების წევრი.

1971 წელს ლენკა ჩუკომ დაამთავრა ტირანას ლენინის სახელობის პარტიული სკოლა და გადავიდა პარტიულ აპარატში. მან თავი გამოიჩინა, როგორც ენვერ ხოჯას ერთგულმა მხარდამჭერმა, რითაც  მისი ყურადღება დაიმსახურა. თანამედროვე ალბანეთში ჩუკოს პოლიტიკურ კარიერას ფიგურალურად ადარებენ „მონა იზაურას“ ბედს.[2][3][4]

"მკაცრი ხაზი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წლიდან ლენკა ჩუკო  ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა. 1976 წელს იგი ხელმძღვანელობდა ალბანეთის შრომის პარტიის კომიტეტს ლუშნიას რაიონში და, ამ ხაზით მოხვდა ალბანეთის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში (იგი გახლდათ პირველი ქალი პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში 1960 წლის შემდეგ). ლენკა ჩუკოს გავლენის ხარისხზე მოწმობს ალბანელი კომუნისტი პოლიტიკოსის მეჰმედ შეჰუს გარდაცვალების შემდეგ საგანგებო დახურულ შეხვედრაში მისი მონაწილეობის ფაქტი. 1983 წლიდან ჩუკომ დაიკავა ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობა. ხელმძღვანელობდა პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას.

ლენკა ჩუკო ორთოდოქსული  სტალინიზმისა და ხოჯას იდეოლოგიას ემორჩილებოდა. როგორც ენვერ ხოჯას დროს, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ, იგი ითვლებოდა მისი პოლიტიკის მკაცრ გამტარებლად. 1989 წლის ზაფხულში, ალბანეთის შრომის პარტიის ფუნქციონერების შეხვედრაზე, ჩუკომ მკვეთრად დაგმო საბჭოთა პერესტროიკა, უნგრეთის რეფორმები და პოლონეთის მრგვალი მაგიდა. ჩუკო რამიზ ალიას შეზღუდულ რეფორმებსაც კი არ ეთანხმებოდა.

1990 წელს ალბანეთში დაიწყო მასობრივი ანტიკომუნისტური გამოსვლები. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა კავაიში, სადაც სისხლისღვრა მოხდა. ლენკა ჩუკო და მუჰო ასლანი წავიდნენ სიტუაციის მოსაგვარებლად, თუმცა ისინი  ქალაქიდან გააძევეს. 1990 წლის დეკემბერში რამიზ ალიამ  კონსერვატორთა ჯგუფი  — ნეჯმიე ხოჯა, სიმონ სტეფანი, ლენკა ჩუკო —  პოლიტბიუროდან გაიყვანა.[5][6]

სასამართლოები და განაჩენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმი დაეცა 1990-1992 წლებში. 1993 წელს, ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს ყოფილ წევრების ჯგუფი გაასამართლეს ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით.  მათ შორის იყვნენ: ლენკა ჩუკო, ჰაირედინ ჩელიკი, პროკოფ მურა, პალი მისკა, ბექტეში, მუჰო ასლანი, ფოტო. ჩამი. სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლენკა ჩუკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სასჯელი მოიხადა ტირანის 325-ე ციხეში. უფროსის თქმით, იგი იქცეოდა ბოროტულად და კონფლიქტურად (განსხვავებით კულტურული ნეჯმიე ხოჯასგან).  უყვარდა ციხის მუსიკალური ღონისძიებები. თუ ასეთი ღონისძიებები დიდი ხნის განმავლობაში არ ტარდებოდა, ქვაბების საშუალებით ხმაურს აწყობდა.

1996 წლის ზაფხულში გაიხსნა ახალი პროცესი — რეგიონული პარტიის ფუნქციონერების ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში (კერძოდ, ეს იყო იძულებითი შრომა, დეპორტაცია და მოსახლეობის ინტერნირება). ამ შემთხვევაში ლენკა ჩუკო ფიგურირებდა ლუშნინსკის პარტიის მდივნის სახით. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[7][8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს შეიარაღებული არეულობის შემდეგ ალბანეთის მთავრობამ გამოაცხადა ამნისტია. ლენკა ჩუკო გაათავისუფლეს. მას შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობს. 2015 წლის ნოემბერში ალბანეთის მთავრობამ  ალბანეთის შრომის პარტიის და Sigurimi-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ლენკა ჩუკოს მოუხსნა სახელმწიფო ჯილდოები.

ლენკა ჩუკოს სიძე ბარდილ კანაი 2015 წლის თებერვალში დაინიშნა ალბანეთის ელჩად ისრაელში.[9][10]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Women's Emancipation and Strategy of Development in Albania", in: Economic and Political Weekly, May 1992
  2. Teresa Rakowska-Harmstone (1984), Communism in Eastern Europe, Bloomington : Indiana Univ. Pr., p. 227, ISBN 9780719017056, OCLC 240049322
  3. UA 435/93 — ALBANIA: LEGAL CONCERN: MUHO ASLLANI, BESNIK BEKTESHI, FOTO CAMI, HAJREDIN CELIKU, VANGJEL CERRAVA, LENKA CUKO, LLAMBI GEGPRIFTI, QIRJAKO MIHALI, PALI MISKA, PROKOP MURRA
  4. Kur Lenka Çuko shihte «Skllavja Izaura»
  5. Fred Abrahams: Human rights in post-communist Albania, Human Rights Watch/Helsinki, S. 36, ISBN 1564321606, 1996
  6. Tadeusz Czekalski. Albania (Historia Państw Świata XX w.). Wydawnictwo TRIO, Warszawa 2003. (პოლ.)
  7. Kathleen Imholz: Can Albania Break the Chain? The 1993–94 Trials of Former High Communist Officials Archived 6 May 2014 at the Wayback Machine
  8. Albanian Telegraphic Agency (ATA), 96-11-05. SUPREME COURT DOES NOT CHANGE DECISION FOR GENOCIDE-3 LOW INSTANCE TRIAL
  9. ATA NEWS: Supreme Court Does Not Change Decision for Genocide-3 Low Iinstance Trial (5 November 1996)
  10. Djali i Sul Bushatit propozon dhëndrin e Lenka Çukos për ambassador (ალბან.)