ამნისტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამნისტია (ბერძ. amnestia — დავიწყება, პატიება) — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს აქტი, რომელიც დამნაშავეს მთლიანად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, გათავისუფლების შერეული სახე. ამნისტიის მეშვეობით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია მსჯავრდებულის გათავისუფლება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ისე სასჯელისგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტია შესაძლოა იყოს ზოგადი და კერძო. კერძო ამნისტია იგივეა, რაც შეწყალება. ზოგადი ამნისტია ეხება არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ გარკვეული კატეგორიის დამნაშავეებს საერთოდ. ამნისტია ვრცელდება მის გამოცემამდე ჩადენილ ქმედებებზე.

საქართველოში ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]