ლევან აბაშიძე (მსახიობი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ლევან აბაშიძე
Levan abashidze.jpg
დაიბადა ლევან აბაშიძე
22 მაისი, 1963
გარდაიცვალა 7 სექტემბერი, 1992
სოხუმი
საქმიანობა მსახიობი

ლევან აბაშიძე (დ. 22 მაისი, 1963, თბილისი — გ. 7 სექტემბერი 1992, სოხუმი) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

აღიზარდა მეცნიერ მუშაკთა ოჯახში. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული მთავარი გმირის როლი ტ. უაიდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი“.

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა.ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გ. შენგელიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლ. აბაშიძე საუკეთესო აქტიორული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ.), ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986 წ.), გ. მგელაძის „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987 წ.) და სხვა.

დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) დროს, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]