ლაჰემაის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაჰემაის ეროვნული პარკი

Lahemaa rahvuspark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
EE-Lahemaa-Bagno Viru.jpg
მდებარეობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
კოორდინატები 59°34′16″ ჩ. გ. 25°48′01″ ა. გ. / 59.57111° ჩ. გ. 25.80028° ა. გ. / 59.57111; 25.80028
ფართობი 725 კმ²
დაარსდა 1971

ლაჰემააეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში, დედაქაქ ტალინიდან 70 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს 725 კმ² ტერიტორიას. შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1971 წელს. ფართობის მხრივ უდიდესია ესტონეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ძირითადი დანიშნულებაა დაცვა, კვლევა და ჩრდილოეთევროპული ლანდშაფტის, ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ეროვნული საგანძურის ხელშეწყობა.

ლაჰემაა ესტონეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი 70%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული, მდიდარია ფლორა და ფაუნა; მრავლადაა ჭაობი. გაყვანილია ტურისტული ბილიკები.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: