მატსალუს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატსალუს ეროვნული პარკი

Matsalu rahvuspark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
უახლოესი ქალაქი ლიჰულა
კოორდინატები 58°45′36″ ჩ. გ. 25°35′49″ ა. გ. / 58.76000° ჩ. გ. 25.59694° ა. გ. / 58.76000; 25.59694
ფართობი 486,1 კმ²
დაარსდა 1957

მატსალუს ეროვნული პარკი (ესტ. Matsalu rahvuspark) — ბუნების ნაკრძალი და ეროვნული პარკი ესტონეთში, ლიანემაას მაზრაში. მოიცავს 486,1 კმ² ტერიტორიას, მატსალუს უბეს, მდინარე კასარის დელტას და მიმდებარე არეალს.

მატსალუს უბე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჭარბტენიანი ფრინველთა არეალია ევროპაში, რადგან აღმოსავლეთ ატლანტიკური ფრინველთა საფრენი გზის საუკეთესო ადგილას მდებარეობს. აქ ჩერდება უამრავი გადამფრენი ფრინველი.[1] ყოველ გაზაფხულზე, მატსალუს დაახლოებით ორი მილიონი წყლის ფრინველი გაივლის, საიდანაც 1,6 მლნ გარეული იხვია.[2][3]

მატსალუს ეროვნულ პარკში ბინადრობს საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი სახეობა, რომელთანაგ ზოგიერთი წითელ წიგნშიცაა შეტანილი, მათ შორისაა თეთრკუდა არწივი, რომელიც კონსერვაციის უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნება. ბევრი ფრინველი დაცვის მეორე და მესამე კატეგორიაშია. ასევე წარმოდგენილია 22 სახეობის ძლიერ დაცული მცენარე და დაცვის მეორე კატეგორიაში მყოფი ათი სახეობის ძუძუმწოვარი.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Couzens, Dominic (2009). Top 100 Birding Sites of the World. University of California Press, გვ. 50–52. ISBN 978-0-520-25932-4. 
  2. Matsalu National Park. Official home page. ციტირების თარიღი: 2007-10-01.
  3. West-Estonian plains: Migratory birds and the Matsalu Nature Reserve. Estonica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-02-25. ციტირების თარიღი: 2007-10-01.
  4. Information Sheet on Ramsar Wetlands (RIS). Wetlands International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 17 May 2010.