ლამინარიასნაირნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამინარიასნაირნი
Laminaria hyperborea - Köhler–s Medizinal-Pflanzen-214.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: წაბლა წყალმცენარეები
რიგი: ლამინარიასნაირნი
ლათინური სახელი
Laminariales
დაცვის სტატუსი

ლამინარიასნაირნი (Laminariales), წაბლა წყალმცენარეების რიგი. ზოგჯერ გიგანტური, ჩვეულებრივ 10-15 მ სიგრძის ზღვის წყალმცენარეებია. თალუსი შედგება ერთი ან რამდენიმე მსხვილი ფოთლისებრი ფირფიტისა და მარტივი ან დატოტვილი საყრდენისაგან, რომელიც რიზოიდებით ან ბალიშისებრი წარმონაქმნით ემაგრება წყალქვეშა ქვებს. განვითარების ციკლში კარგად არის გამოხატული თაობათა მორიგეობა. ლამინარიასნაირნი ცხოვრობენ ზომიერ და ცივ წყლებში. ცნობილია 100-მდე სახეობა. ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია ლამინარის (Laminaria) გვარი (ზღვის კომბოსტო). ლამინარია შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იოდსა და მიკროელემენტებს. გამოიყენება მრეწველობასა და მედიცინაში. ხმარობენ საკვებად, სასუქად, მისგან იღებენ ალგინის მჟავასა და მანიტის სპირტს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 117, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე