მისკანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაგუნა-მისკანტი)
მისკანტი
Laguna Miscanti
კოორდინატები: 23°44′00″ ს. გ. 67°47′00″ დ. გ. / 23.73333° ს. გ. 67.78333° დ. გ. / -23.73333; -67.78333
მდებარეობა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე ზღვის დონიდან 4120 
ფართობი 13,4 კმ²
აუზის ფართობი 303 კმ²
[1][2]
მისკანტი — ჩილე
მისკანტი

მისკანტის ტბა (ესპ. Laguna Miscanti) — მლაშე ტბა ჩრდილოეთ ჩილეს ალტიპლანოში, ანტოფაგასტის რეგიონში. გადმოჰყურებენ ვულკანებიმინიკესი და სერო-მისკანტი. გულის ფორმის ტბა მუქი ლურჯი ფერისაა. ტბის დასავლეთი სანაპირო ერთი კილომეტრი მანძილითაა გამოყოფილი სალარ-დე-ატაკამის მლაშობის აუზისგან. ასევე გააჩნია საერთო საზღვარი სალარ-დე-ტალარის მლაშობის აუზთან.

ვულკან მინიკესიდან ამოფრქვეული ლავის საშუალებით მისკანტის ტბა გამოყოფილია მინიკესის ტბისგან.

წარმოადგენს ლოს-ფლამენკოსის ეროვნული ნაკრძალის ერთ-ერთ სექტორს.

პანორამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]