ლაბირინთიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბირინთიანები
Trichogaster leeri
Trichogaster leeri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ქვერიგი: ლაბირინთიანები
ლათინური სახელი
Anabantoidei

ლაბირინთიანები (ლათ. Anabantoidei), თევზების ქვერიგი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათთვის დამახასიათებელია ლაყუჩზედა ორგანო, ე. წ. ლაბირინთული აპარატი (ქვერიგის სახელწოდებაც აქედანაა), რომელიც ატმოსფერული ჰაერით სუნთქვას ემსახურება. ქვერიგში 4 ოჯახის (Anabantidae, Belontidae, Helostomatidae და Osphonemidae) 30-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სამხრეთ აფრიკის, სამხრეთაზიის და ინდომალაის არქიპელაგის მტკნარ და მომლაშო წლებში. ტანად ყველაზე დიდია ანაბასი (სიგრძე 20 სმ-მდე), ზოგ ქვეყანაში გურამის ტბორებში აშენებენ. ლაბირინთიანები ჩვეულებრივ ბინადრობენ დამდგარ და მდორე წყლებში. ლაბირინთიანებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ უწყლოდ არსებობა. ამ დროს ისინი ლამში ძვრებიან ან ხმელეთზე ცოცვით გადადიან ახალ წყალსატევებში. გამრავლების პერიოდში მრავალი სახეობის ლაბირინთიანები იშენებს ბუდეს. ზოგიერთ სახეობას, მაგ., მაკროპოდს, ბრძოლია თევზს, გურამის აკვარეუმებში ამრავლებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 95, თბ., 1983