მაკროპოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკროპოდი

Macropodus opercularis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ანაბასისნაირნი
ოჯახი:  გურამისებრნი
გვარი:  მაკროპოდი
ლათინური სახელი
Macropodus (Lacépède, 1801)
სინონიმები
  • Pseudobetta (Richter, 1981)
  • Pedites (Gistel, 1848)

მაკროპოდი[1] (ლათ. Macropodus) — თევზების გვარი გურამისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 6–12 სმ-ია (დედალი მამალზე პატარაა). ტანი მოგრძოა. ფარფლები წაგრძელებული (განსაკუთრების მამლების), მუცლის ფარფლების პირველი რბილი სხივი გრძელი ძაფის სახითაა წარმოდგენილი. შეფერილობა ჭრელია; ტანზე მონაცვლეობს გარდიგარდმო ზოლები ლითონისებრი ბზინვარებით. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მცირე მტკნარ წყალსატევებში. გვხვდებიან ბრინჯის მინდვრებზეც. იკვებებიან ორფრთიანების მატლებით, მ.შ. მალარიის კოღოს მატლებითაც. მამლები ბუდეს აკეთებენ ჰაერით გაბერილი ბუშტუკებით. ჰყავთ აკვარიუმებში; მამალი მაკროპოდები აგრესიულები არიან თავისი ან სხვა სახეობის თევზების მიმართ.[2]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია 9 სახეობა:[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 186, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Макроподы // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 566.
  3. Species of Macropodus. FishBase. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2023