ბრძოლია თევზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლია თევზი (Betta splendens), ლაბირინთიანი თევზების ქვერიგის სახეობა. 8 სმ-მდე სიგრძის ლამაზი თევზია, განსაკუთრებით ლამაზია მამალი გამრავლების პერიოდში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარ წყლებში. მამალი ბრძოლია თევზი მოჩხუბარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობა მათ ორთაბრძოლასაც კი აწყობს ხოლმე. მამალი ბრძოლია თევზი ჰაერის ბუშტუკებისაგან (ქაფისაგან) წყლის ზედაპირზე აკეთებს ბუდეს, სადაც პირით გადააქვს დედლის მიერ ფსკერზე დაყრილი ქვირითი. ბრძოლია თევზი ადვილად მრავლდება აკვარიუმებში (t0 - 25-30). გამოყვანილია მისი ფორმები: მარაოკუდა, წითელი, ლურჯი, მწვანე და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 545, თბ., 1977.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე