კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესია
კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესია — რუსეთი
კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′30″ ჩ. გ. 38°17′21″ ა. გ. / 59.94167° ჩ. გ. 38.28917° ა. გ. / 59.94167; 38.28917
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი არ მოქმედებს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810273000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესია (რუს. Церковь св. Елизаветы) — ამჟამად უმოქმედო ლუთერანული ტაძარი კრონშტადტში. ტაძარი აგებულია 1834-1836 წლებში. ტაძარი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლუთერანული ეკლესია წმინდა ელისაბედის სახელზე კრონშტადტში დააარსეს 1710-იან წლებში. 1732 წლის ქალაქის ხანძრის შემდეგ იმპერატორ ანა იოანეს ასულის ბრძანებით კირხეს მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ საზღვაო მოსამსახურეები, ხოლო კირხესათვის გამოიყო ახალი ადგილი წყლის წისქვილის უკან. სწორედ აქ 1735 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა, მაგრამ არ დასრულებულა, ამის გამო 1739 წელს მიწის ნაკვეთი გადაეცა წმინდა ანდრიას ტაძრის ასაშენებლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირხეს ასაშენებლად 1750 წელს მრევლმა შეიძინა სამი მიწის ნაკვეთი პეტერბურგის ჭიშკართან, ანდრეევის, შკიპერისა და აღმოსავლეთის ქუჩებზე და მიიღეს მშენებლობის ნებართვა. აქ ააგეს წმინდა ელისაბედის ხის ეკლესია, მასთან ახლოს 1776 წლამდე არსებობდა ქალქის ლუთერანული სასაფლაო.

1830-იანი წლების დასაწყისში ხის ეკლესია დაიწვა, ხოლო 1836-1838 წლებში მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არქიტექტორმა კ. ბეილიმ ააგო ქვის ეკლესია არქიტექტორ ედუარდ ანერტის პროექტის მიხედვით.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წამოწყებული საეკლესიო ფასეულობების დატაცების კამპანია ლუთერანულ ტაძრებს თითქმის არ შეხებია. წმინდა ეკატერინეს ტაძრიდან გაიტაცეს ექვსი ვერცხლის სასანთლე. ლუთერანების რიცხვი კრონშტადტში გერმანელების, ლატვიელების, ესტონელების, ფინელებისა და შვედების ემიგრაციის ხარჯზე ძალიან შემცირდა.

1924 წლის 23 დეკემბერს კომკავშირის რაიონულმა კომიტეტმა კრონშტადტის ეკონომიკურ თათბირს გაუგზავნა ანგარიში, რომელშიც წერდა, რომ წმინდა ელისაბედის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 15-20 კაციღაა და წამოაყენა წინადადება ტაძრის დახურვისა და მისი შენობის გადაკეთების შესახებ. 1925 წლის 8 იანვარს სამრევლო საბჭოს თავჯდომარემ უარი თქვა ტაძრის გამოყენებაზე, რადგან მსახურება უკვე ორი წელია აღარ იმართებოდა და პასტორმაც ადრე დატოვა კრონშტადტი. 1925 წლის 18 იანვარს ეკლესია დახურეს, მისი ფასეულობა გადაეცა კრონშტადტის წმინდა ნიკოლოზის კირხეს, ხოლო ტაძრის შენობა გადასცეს მეტალისტების პროფესიულ კავშირებს. იგივე ბედი ეწია მეორე კირხესაც, ისიც მრევლის სიმცირის გამო დახურეს 1926 წლის აგვისტოში.

ამჟამად შენობას ფლობს სანქტ-პეტერბურგის წყალკანალის კრონშტადტის ქვედანაყოფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. Я Крестьянинов. Кронштадт. Крепость, город, порт. — СПб.: Остров, 2014. — С. 59, 74. — 690 с. — 1000 экз. — ISBN 978-5-94500-084-1.
  • П. Н Столпянский. Путеводитель по Кронштадту: Исторические очерки. — М.: Центрполиграф, 2011. — 334 с. — ISBN 978-5-227-03040-5.