კორცხელის მღვიმე
კორცხელის მღვიმე — კარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 150 მ გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. სუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმე. კორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 მ, ჯამური სიგრძე — 790 მ. ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი, 1966). გადის ნაკადული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 682.