კორტესის დეპარტამენტი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 12 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | სან-პედრო-დე-სულა |
| მეთაური | გუბერნატორი |
| მოსახლეობა (2005) | 1 365 497 კაცი |
| ფართობი | 3 954 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
2 242 მ 0 მ |
| დროის სარტყელი | -6 |
| კოდი ISO 3166-2 | HN-CO |
| Cortés Department | |
კორტესის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Cortés) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 365 497 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 3 954 კმ²-ია. წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ დეპარტამენტს. დასავლეთ ნაწილში აღმართულია მერედონის მთები, თუმცა უმეტეს ნაწილში ტროპიკული დაბლობებია.
შეიქმნა 1893 წელს, სანტა-ბარბარასა და იოროს დეპარტამენტების ტერიტორიების ხარჯზე. დედაქალაქია სან-პედრო-დე-სულა. ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლო გამოირჩევა მრავალი საუცხოო პლაჟით.
კორტესი ჰონდურასის ეკონომიკის გულია, ვინაიდან აქ მდებარე სულას ხეობა ქვეყნის მთავარი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველი რეგიონია. XIX საუკუნის ბოლოს აქ ამერიკულმა ბანანის კომპანიებმა გააშენეს ვრცელი პლანტაციები, განავითარეს აშშ-ში გემებით ხილის გადასაზიდი ინფრასტრუქტურა.
კორტესის დეპარტამენტი 12 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||