კოლონის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლონის დეპარტამენტი
Departamento de Colón
ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 10 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ტრუხილიო
შექმნის თარიღი 1881
მოსახლეობა (2005) 284 900 კაცი
ფართობი 8 875 კმ²
კოლონის დეპარტამენტი რუკაზე
დროის სარტყელი -6
კოდი ISO 3166-2 HN-CL
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Colón Department (Honduras)

კოლონის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Colón) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. შეიქმნა 1881 წელს. დედაქალაქია ტრუხილიო, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქია ტოკოა. სწორედ ტრუხილიოში მოხდა პირველი კათოლიკური მისების შესვლა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ჰონდურასის ნაპირებს მიაღწია.

კოლონის ძირითადი მოსახლეობა გარიფუნას ხალხია. გამოირჩევა სუფთა პლაჟებითა და წვიმის ტყეებიანი ეროვნული პარკებით. ტრუხილიოში მდებარე კოლონიურ პერიოდში აშენებულ სანტა-ბარბარას ციხესიმაგრეში განხორციელდა ამერიკელი სამხედრო ავანტურისტის უილიამ უოლკერის სიკვდილით დასჯა; მისი ნეშტი ქალაქის სასაფლაოზე მარხია.

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 284 900 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 8 875 კმ²-ია.

კოლონის დეპარტამენტი 10 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]