გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 6 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | პუერტო-ლემპირა |
| შექმნის თარიღი | 1957 |
| მოსახლეობა (2005) | 76 278 კაცი |
| ფართობი | 16 630 კმ² |
| დროის სარტყელი | -6 |
| კოდი ISO 3166-2 | HN-GD |
| Gracias a Dios Department | |
გრასიას-ა-დიოსი (ესპ. Gracias a Dios – მადლობა ღმერთს) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია პუერტო-ლემპირა. ერთ დროს წარმოადგენდა მოსკიტების სანაპიროს ნაწილს, თუმცა 1957 წელს დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან შედარებით მოწყვეტილია და ხმელეთიდან ძნელად მისაღწევი, ამიტო, ჰონდურასის ქალაქებიდან გრასიას-ა-დიოსისკენ სრულდება ავიარეისები.
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 76 278 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 16 630 კმ²-ია. მიუხედავად იმისა, რომ ფართობის მხრივ ის ქვეყანაში მეორე უდიდესი დეპარტამენტია, მოსახლეობა საკმაოდ მცირეა და მოიცავს ფიჭვის ვრცელ სავანებს, ჭაობებსა და წვიმის ტყეებს.
გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი 6 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||