კომკავშირელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კომკავშირელი, მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის (ენგურის სისტემა) წყალგამყოფ გვალდის ქედზე. სიმაღლე 3690 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 607, თბ., 1980