კომბოსტოს ხვატარი[1] (ლათ.Marnestra brassicae) — მწერიხვატრისებრთაოჯახისა. მავნებლის ზრდასრული მატლის სიგრძე დაახლოებით 50 მმ-ია, პეპლის ფრთების შლილიც 50 მმ-მდეა. შეფერილობა ძალზე ცვალებადია, დაწყებული ღია-მწვანიდან, დამთავრებული შავით. ფრთები მუქი შეფერილობისაა, გარეთა კიდეზე გასდევს ტალღისებრი მოყვითალო-თეთრი ხაზი. მავნებელი მწერია. მისი მატლები ღრღნიან კომბოსტოსფოთოლს და აკეთებენ დიდი ზომის ხვრელებს. როდესაც კომბოსტო თავს გაიკეთებს, მავნებლის უფროსი ხნოვანების მატლები იჭრებიან კომბოსტოს თავში და ღრღნიან მასაც. წარმოშობილი ხვრელებიდან მცენარეში ჩადის წვიმის წყალი და იწვევს კომბოსტოს ლპობას. მავნეა გაზაფხულზე და ზაფხულში.[2]
ბრძოლის ღონისძიებები: მზრალად ხვნა კულტივაციით, მცენარეული ნარჩენების განადგურება, ქიმიური წამლობები (დელტამეტრინის, ლამბდაციგალოტრინის, მალათიონის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდები).[2]