ბრიუსელის კომბოსტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიუსელის კომბოსტო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Brassica oleracea var. gemmifera

ბრიუსელის კომბოსტო (ლათ. Brassica oleracea var. gemmifera) — მომცრო ფორმის კომბოსტოს (ლათ. Brassicaceae) ოჯახის „ბოსტნის კომბოსტოს“ ნაირსახეობა. არის მნიშვნელოვანი ზამთრის ბოსტნეული.

ბუნებაში იზრდება ხმელთაშუა ზღვის არეალში. სადაც ადამიანი მის კულტივირებას უკვე ათასი წლებია ახდენს. ანტიკური ხანიდან იწყება მისი მოშენება ჩრდილოეთ ევროპაშიც, თუმცა ზუსტი პერიოდი უცნობია. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ეს მე -5 საუკუნეში მოხდა. სხვა ისტორიკოსები კი წერენ, რომ ბრიუსელის კომბოსტო ჩრდილოეთ ევროპაში და კერძოდ ბელგიის დედაქალაქის შემოგარენში მხოლოდ მე-13 საუკუნეში ან კიდევ უფრო გვიან გამოჩნდა. ფრანგმა კოლონიზატორებმა ბოსტნეული ამერიკაში, ლუიზიანაში ჩაიტანეს.

ორიგინალური ფრანგული სახელია „Choux de Bruxelles“. ბევრ ენაზე, მათ შორის ქართულში, ინგლისურში (Brussels sprouts), შვედურში (Brysselkål), აფრიკაანსულში (Brusselspruit) მინიშნება ბრიუსელისკენ არის. არსებობს როგორც მწვანე და იასამნისფერი სახეობა.

მოშენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუსელის კომბოსტო ევროპაში ძირითადად მოყავთ ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ბრიუსელის კომბოსტოს თესავენ თებერვლიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. მოსავლის აღება იწყება აგვისტოში და გრძელდება მარტამდე [1]. მოსავალს იღებენ ერთჯერადად, იყენებენ სპეციალურ მოსავლის ასაღებ მანქანას. არსებობს ბრიუსელის კომბოსტოს სხავადასხვა ჯიშები, ადრეულიდან დაწყებული და ძალიან გვიანი ჯიშებით დამთავრებული. ადრეული ჯიშის ნაყოფი მოდის აგვისტოში, ხოლო ძალიან გვიანი ჯიშების, თუ მკაცრი ზამთრი არ იქნა, უკვე მარტში. დღეს ხშირად იყენებენ ასევე ჰიბრიდულ ჯიშებსაც.

გემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულ ჯიშებს უფრო გამოხატული გემო აქვთ, ვიდრე თანამედროვე ჯიშებს. ბრიუსელის კომბოსტო საკმაოდ ადვილად უძლებს მკაცრ ზამთარს, -15 °C პირობებშიც ინარჩუნებს კვებით ღირებულებას. ამ დროს სახამებელი გარდაიქმნება შაქრად, რომელიც უჯრედებს გაყინვისგან იცავს. ბევრი ადამიანი საკვებად ამჯობინებს ე. წ. „ზამთრის სუსხ გამოვლილ“ ნაყოფს. თუმცა ძალიან მძიმე ზამთრის პირობებში ბოსტნეულის ნაყოფი შეიძლება მწარე გახდეს.

სუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლში სადაც საკვებად ბრიუსელის კომბოსტო მზადდება, ბოსტნეულის დიდხანს ხარშვის შედეგად დგება დამახასიათებელი სუნი. კომბოსტოს ჯიშის მცენარეები ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ითვისებენ გოგირდს. ხანგრძლივი დუღილის დროს გამოთავისუფლდება გოგირდოვანი ნაერთები, როგორიცაა H2S, რის გამოც არასასიამოვნო სუნი დგება. ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ბრიუსელის კომბოსტო, „ბრიუსელის კომბოსტოს სუნი“ გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს „პროვინციულ-ბურჟუაზიულ ატმოსფეროს“.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუსელის კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით და (შესაძლოა) დადებითი ეფექტი ჰქონდეს კიბოს პრევენციისთვის, რადგან შეიცავს გლუკოზინოლატს (glucosinolate). 100 გრამი ახალი (უმი) ბრიუსელის კომბოსტო შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]