ხვატრისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხვატრისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Noctuidae

ხვატრისებრნი, მეღამისებრნი (ლათ. Noctuidae) — ღამის პეპლების ოჯახი. ფრთების შილი 3-5 სმ აღწევს. წინა ფრთები წაგრძელებულია, უკანა ფრთები ფართო და მომრგვალებულია. აქვს ჯაგრისებური, იშვიათად სავარცხლისებური ულვაშები, განვითარებული ხორთუმი. მატლი შიშველია, ძნელად შესამჩნევი ჯაგრით დაფარული, იჭუპრებს ნიადაგში, იშვიათად ხეზე. საქართველოში გვხვდება 600-ზე მეტი სახეობა. იშვიათი სახეობებიდან აღსანიშნავია ტროპიკული ელემენტი Dichromia opulenta (საქართველო წარმოადგენს მისი გავრცელების ჩრდილო საზღვარს), ამიერკავკასიის ენდემი ქართლის ხვატარი (ლათ. Scotia carthalina), მთის ლოკალური და ქერცლფრთიანებში დღემდე ენდემური გვარი Cyrebia. ხვატრისებრთა შორის ბევრია ტყისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]