კოლუმბიის პოლიტიკური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლუმბიის კონგრესი, ბოგოტა
კასა-დე-ნარინიო — აღმასრულებელი ხელისუფლების რეზიდენცია, ბოგოტა
კოლუმბიის უზენაესი სასამართლო

კოლუმბიის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება წარმომადგენლობითი დემოკრატიის საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც კოლუმბიის პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის ხელშია. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და კონგრესის ორ პალატას შორის — სენატი და კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლი. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან.

საკონსტიტუციო რეფორმა[რედაქტირება]

კოლუმბიის ამჟამინდელი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1991 წლის 5 ივლისს; ახლამა კონსტიტუციამ გააძლიერა სასამართლო ადმინისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამოქალაქო განქორწინებას, ორმაგ მოქალაქეობას, ვიცე-პრეზიდენტისა და დეპარტამენტების გუბერნატორების არჩევას. კონსტიტუციამ გააძლიერა მოქალაქეთა პირველადი უფლებები.

ეროვნული მთავრობა დაიყო აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად.

აღმასრულებელი შტო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კოლუმბიის პრეზიდენტი.

პრეზიდენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით; 2005 წლიდან, მას უფლება ეძლევა ვადის ამოწურვის შემდეგ ერთხელ კიდევ იქნას არჩეული. 1991 წლის კონსტიტუციამ აღადგინა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც იმავე პრინციპით აირჩევა, როგორც პრეზიდენტი. კანონით, ვიხე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ამ უკანასკნელის გადადგომის, ავადმყოფობის ან სიკვდილის შემთხვევაში.

საკანონმდებლო შტო[რედაქტირება]

კოლუმბიის ორპალატიანი კონგრესი შედგება 102 წევრიანი სენატისა და 161 წევრიანი კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლისაგან. სენატორების არჩევა ხდება საყოველთაო წესით, წარმომადგენლები კი აირჩევიან მრავალწევრიანი რაიონების მიერ, კოლუმბიის 32 დეპარტამენტის მასშტაბით. ქვეყნის დედაქალაქი განცალკევებული სადედაქალაქო რაიონია, რომელიც საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს. წევრები შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნენ რამდენჯერაც მათ მოესურვებათ. კონგრესი წელიწადში ორჯერ იკრიბება, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს სპეციალური სესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]