კოლუმბიის პრეზიდენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლუმბიის პრეზიდენტის ბეჭედი

კოლუმბიის პრეზიდენტი (ესპ. Presidente de la República de Colombia) — კოლუმბიის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტის თანამდებობა დადგენილ იქნა 1819 წლის დკემბერში მიღებული კონსტიტუციით. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, გენერალმა სიმონ ბოლივარმა[1] თანამდებობა 1819 წელს ჩაიბარა. თავდაპირველად პრეზიდენტის თაბამდებობა თვითგამოცხადებული იყო, ხოლო შემდეგ უკვე კონგრესის რატიფიცირებით იღებდა.

კოლუმბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსია, 2010 წლის 7 აგვისტოდან.

ფუნქციები[რედაქტირება]

კოლუმბიის 1991 წლის კონსტიტუციის, 188-ე მუხლის მიხედვით: კოლუმბიის პრეზიდენტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებლი ორგანოა. ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. კოლუმბიის კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ, ის ვალდებულია უზრუნველყოს და დაიცვას კოლუმბიელი ხალხის უფლებები და თავისუფლება.

კოლუმბიის 1991 წლის კონსტიტუციის, 115-ე მუხლის მიხედვით: ქვეყნის მთავრობა ყალიბდება კოლუმბიის პრეზიდენტის, კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტის, კოლუმბიის მინისტრთა საბჭოსა და კოლუმბიის ადმინისტრაციული დეპარტამენტებისგან.

არჩევნებისა და მუშაობის ვადა[რედაქტირება]

კოლუმბიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩევა ყოველ ოთხ წელში ერთხელ. პრეზიდენტის ხელახლა არჩევა ნებადართული არ იყო 2005 წლის 24 ნოემბრამდე, სანამ კოლუმბიის კონგრესმა კონსტიტუციაში ცვლილება არ შეიტანა და მეორედ არჩევის ნება არ დართო პრეზიდენტებს.

2010 წელს კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა რეფერენდუმი, უნდა შესძლებოდა თუ არა პრეზიდენტს ზედიზედ მესამედ არჩევა. რეფერენდუმის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის სამჯერ არჩევა არაა დაშვებული, მაშინაც კი თუ კანდიდატი ზედიზედ მესამედ არ ირჩევა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერენეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 15, Bogotá, Colombia, 1983
  2. Buckman, Robert T. (2010). The World Today Series: Latin America 2010. Harpers Ferry, West Virginia: Stryker-Post Publications. ISBN 978-1-935264-12-5.