კლდისვაშლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კლდისვაშლა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Sempervivum | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კლდისვაშლა (Sempervivum) — მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლის ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე. კავკასიაში გავრცელებულია 11 სახეობა (საქართველოში 6, მ. შ. 2 კავკასიის ენდემია და 2 — საქართველოს). აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 553, თბ., 1980 წელი.