კიკი კოგელნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიკი კოგელნიკი

კიკი კოგელნიკი, 1960-იანი წლები
დაიბადა 22 იანვარი, 1935
დაბადების ადგილი ბლეიბურგი, ავსტრია
გარდაიცვალა 1 თებერვალი, 1997
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია
ეროვნება ავსტრიელი
საიტი http://www.kogelnikfoundation.org/

კიკი კოგელნიკი (დ. 22 იანვარი, 1935, ბლეიბურგი, ავსტრია – გ. 1 თებერვალი, 1997, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი ფერმწერი, მოქანდაკე, ბეჭდვის ოსტატი და პოპ-არტის წარმომადგენელი. სწავლობდა ვენის სამხატვრო აკადემიაში და 1961 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. კოგელნიკი ითვლება ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე პოპ-არტის წარმომადგენელად.

ცხოვრება და მოღვაწეობა (1960-იანი წლები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგელნიკმა დაიწყო თავისი მოღვაწეობა ვენაში, 1961 წელს, აბსტრაქტული ნამუშევრების ჩვენებით. იგი დაქორწინდა ავსტრიელი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმ მხატვარ არნულფ რაინერზე.

კოგელნიკი ახლოს იყო აგრეთვე სხვა აბსტრაქტულ ექსპრესიონისტთან, მათ შორის ამერიკელ მხატვართან სემ ფრენსისთან და 1961 წელს მასთან ერთად გაატარა დრო ნიუ-იორკსა და სანტა-მონიკაში (კალიფორნია). კოგელნიკი 1962 წელს ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი შეუერთდა მხატვართა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ როი ლიხტენშტეინი, კლას ოლდენბურგი, ენდი უორჰოლი, ლარი რივერსი, ტომ ვესელმანი, ჯონ მიტჩელი, რობერტ რაუშენბერგი და ჯასპერ ჯონსი.

კიკი კოგელნიკი - „ქალი რობოტი“ (1964 წელი)

ამ პერიოდში მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა მოახდინა პოპ-არტის ფერებმა და იმდროინდელმა მასალებმა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა უამრავი მკვეთრი ფერის ეიფორიული სივრცის თემატური ნახატები.

1966 წელს კოგელნიკის ლონდონში ყოფნისას, მისი ნიუ-იორკის სტუდიაში ხანძარი გაჩნდა. იმავე წელს,კოგელნიკი დაქორწინდა სხივური თერაპიის დოქტორ, პროფესორ ჯორჯ შვარცზე ლონდონში, ვისგანაც 1967 წელს შეეძინა შვილი სახელად მონო.

ცხოვრება და მოღვაწეობა (1970-იანი წლები და შემდგომ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში კოგელნიკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაც შემდეგ ქალთა ნამუშევრების სახელით გახდა ცნობილი. მხატვარი განსაკუთრებით ეხებოდა ქალის როლს, რომელიც კომერციულ რეკლამაში იყო წარმოდგენილი. ინტერესდებოდა ფემინისტური საკითხებით ირიბად.

1974 წელს მან აგრეთვე დაიწყო კერამიკაზე მუშაობა და სკულპტურული ფორმის გამოყენება მის მხატვრობაში.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკი კოგელნიკი სიმსივნით გარდაიცვალა 1997 წლის 1 თებერვალს ვენაში, დაკრძალულია ავსტრიის ქალაქ ბლეიბურგში. 1998 წელს კოგელნიკს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ავსტრიის უმაღლესი ხელოვნების მედალი, ავსტრიის მეცნიერების და ხელოვნების ღირსების ჯვარი. 1995 წელს კიკი კოგელნიკს მიენიჭა ქალაქ ვენის პრემია ვიზუალური ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]