კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკადემიკოს ვ. ა. ობრუჩევის სახელობის კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
50°21′28″ ჩ. გ. 106°27′06″ ა. გ. / 50.35778° ჩ. გ. 106.45167° ა. გ. / 50.35778; 106.45167
დაარსდა 1890
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კიახტა
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 0400818000
ოფიციალური საიტი http://www.museum.ru/M1194
Map

აკადემიკოს ვ. ა. ობრუჩევის სახელობის კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Кя́хтинский краеве́дческий музе́й и́мени акаде́мика В. А. О́бручева) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბურიატიის რესპუბლიკის ქალაქ კიახტაში, რევოლუციამდელი საქალაქო სკოლის ყოფილ შენობაში ლენინის ქუჩა №49-ში. რესპუბლიკაში არსებული მუზეუმებიდან უძველესია.[1] [2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა 1890 წლის 1 იანვარს. შექმნის ინიციატორები იყვნენ პ. ს. მიხნო, ადგილობრივი ვაჭრები, გადასახლებულები და კიახტის ინტელიგენცია. 1890 წელს, მას შემდეგ, რაც პოტანინების ოჯახი ეწვია კიახტას, აირჩიეს დროებითი კომიტეტი, რომელიც ეძებდა სახსრებს მუზეუმის მოვლა-პატრონობისთვის. შემდეგ გამოჩნდა პირველი ექსპონატები. მუზეუმის პირველი მცველი იყო პ. ს. მიხნო.

1892 წელს კიახტელი ვაჭრის — ი. დ. სინიცინის სახსრებით დაიქირავეს ბინა (ახლანდელი ლენინის ქუჩა, სახლი №25[3]) 40 მ² ფართობით და შეიძინეს სამუზეუმო აღჭურვილობა. 1893 წლისთვის ფონდმა 2 ათას ექსპონატს გადააჭარბა. ვაჭარმა ა. დ. სტარცევმა მუზეუმს ქვის სახლი შესწირა. იმ დროს მუზეუმის მცველი იყო მასწავლებელი ე. ნ. სოკოლოვა.

მუზეუმის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურმა დევნილებმა ნ. ა. ჩარუშინმა, პოპოვმა, მოლესონმა, ლევინმა. ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო მუზეუმს არ გააჩნდა დამტკიცებული წესდება და არ ითვლებოდა ოფიციალურ დაწესებულებად. 1893 წელს რუსმა ეთნოგრაფმა და არქეოლოგმა, დ. ა. კლემენცმა, კიახტაში წაიკითხა ლექცია „ადგილობრივი მუზეუმების ამოცანების შესახებ“ და ქალაქში საიმპერატორო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (ИРГО) ფილიალის გახსნის იდეა გააჟღერა. 1894 წლის 13 ივლისს კიახტაში გაიხსნა საზოგადოების ფილიალი და მუზეუმი მასში შევიდა, როგორც განყოფილება. გეოგრაფიული საზოგადოების ტროიცკოსავსკო-კიახტის ფილიალის ხელმძღვანელი იყო ექიმი ი. დ. ტალკო-გრინცევიჩი (შემდეგში კრაკოვის მეცნიერებათა აკადემიისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის სამეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი) 1895 წლის 1 იანვარიდან მუზეუმი გაიხსნა საზოგადოებისთვის დასათვალიერებლად კვირაობით.

1894 წლიდან 1897 წლამდე ИРГО-ს ფილიალმა და მუზეუმმა ჩაატარეს ექსპედიციები სამხრეთ-დასავლეთ იმიერბაიკალის შესასწავლად. მუზეუმი ატარებდა ლექციებს, სპექტაკლებსა და კონცერტებს. კოლექცია ჩამოაყალიბებაში მონაწილეობას იღებდნენ ვ. ა. ობრუჩევი, დ. ა. კლემენცი, პ. კ. კოზლოვი. გაკეთდა კოლექციები ენტომოლოგიაზე, ორნითოლოგიაზე, ჰერპეტოლოგიაზე, იქთიოლოგიაზე, გეოლოგიაზე, არქეოლოგიაზე, პალეონტოლოგიასა და ბოტანიკაზე. მონღოლეთში იყიდეს ბუდისტური კულტის ნივთები და მონღოლთა საყოფაცხოვრებო ნივთები.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლისთვის მუზეუმის ფონდი 14 000 ნივთამდე გაიზარდა. 1911 წლისთვის მუზეუმის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს 185 სამეცნიერო ნაშრომი.

პირველი მსოფლიო ომის დროს მუზეუმის სამეცნიერო საქმიანობა პრაქტიკულად შეწყდა. სამოქალაქო ომის დროს მუზეუმმა თითქმის შეწყვიტა არსებობა.

1922 წლის 31 იანვარს შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მუზეუმი გადაეცა სახალხო განათლების სამინისტროს. მუზეუმმა მიიღო ფინანსური დახმარება, პერსონალი და ყოფილი 4-კლასიანი საქალაქო სკოლის ორსართულიანი შენობა, რომელიც აშენდა ვაჭარი ნერპინის მიერ 1847 წელს. 1921 წლის ზაფხულში პ. ს. მიხნომ განაახლა სამეცნიერო ექსპედიციები, ხოლო 1922 წლის აპრილში იგი კვლავ გახდა მუზეუმის პასუხისმგებელი მცველი.

ბურიატ-მონღოლეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, 1923 წლის 1 ოქტომბერს, მუზეუმი გადაეცა ბურნარკომპროსის იურისდიქციას. 1924 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კოლექცია 19 989 ექსპონატს შეადგენდა. 1923 წელს მუზეუმს ეწვია 4190 დამთვალიერებელი, შედგა 27 სასკოლო ექსკურსია.[4] გუნდი შედგებოდა 5 თანამშრომლისაგან, ამიტომ 1924 წლის ნოემბერში მუზეუმში შეიქმნა მხარეთცოდნეობის სასწავლო წრე სკოლის მოსწავლეებისთვის. 1927 წლიდან წრე აქვეყნებს ხელნაწერ ჟურნალს „Следопыт“ („მკვლევარი“), რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი როგორც „კიახტის მხარეთმცოდნე“.

1930 წლის ზაფხულში მუზეუმმა ჩაატარა კვლევა ბორგოის სტეპზე. შეგროვდა 350 მცენარის სახეობა, 32 ნიადაგის ნიმუში, 200 კლდის ნიმუში, 1000-მდე მწერი, 20 გველი, ხავსი და ლიქენი. ბორგოის დასახლებიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს ირმის ქვა.[5]

1931 წლისთვის მუზეუმის კოლექციები გაიზარდა 50 000-მდე.

1940 წელს, მუზეუმის 50 წლისთავთან დაკავშირებით, მას მიენიჭა რესპუბლიკური მუზეუმის სტატუსი და გახდა აკადემიკოს ვ. ა. ობრუჩევის სახელობის.

დიდი სამამულო ომის შემდეგ მუზეუმმა მოაწყო 10 მხარეთმცოდნეობის წრე, გამოსცა გაზეთი „საბჭოთა მეცნიერებისთვის“.

კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და სახელმწიფო ერმიტაჟის თანამშრომლები ორგოიტონის გათხრებზე

1964 წელს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მონღოლეთის ქალაქ სუხე-ბატორში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნაში.

1970-იან წლებში მუზეუმის თანამშრომლები მუშაობდნენ ქალაქ ალტან-ბულაკში მონღოლეთის სახალხო რევოლუციის მუზეუმის შექმნაზე.

1975 წელს ნოვოსელენგინსკში გაიხსნა კიახტის მუზეუმის ფილიალი — დეკაბრისტების მუზეუმი.

1981 წელს მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან გამოიყო იშვიათი წიგნების კოლექცია.

1982 წელს მუზეუმის თანამშრომლების მონაწილეობით შეიქმნა იმიერბაიკალის ხალხთა ხალხური ხელოვნების მუზეუმი.

1984 წელს კიახტის მუზეუმის მონაწილეობით სოფელ შარაგოლში შეიქმნა ხალხური მუზეუმი.

1980-იან და 1990-იან წლებში მუზეუმი მონაწილეობდა არქეოლოგიურ კვლევაში. 1996 წელს კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე გაიმართა არქეოლოგთა საერთაშორისო კონგრესი.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს პერსონალი მუშაობდა ახალი მუზეუმის — „რუსეთ-მონღოლეთის მეგობრობის“ მუზეუმის შექმნაზე.

2009 წლის აგვისტოში, თანამშრომლებმა, სახელმწიფო ერმიტაჟისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგებთან ერთად, დაიწყეს ხუნუს იმპერიის სამარხის ორგოიტონის (ჯიდას რაიონის სოფელ ზარუბინოს მახლობლად) გათხრები .

მუზეუმში ტარდება ჩაის ცერემონია — ძველი რეცეპტების მიხედვით მოდუღებული ჩაის დეგუსტაცია (მოიცავს 8-მდე სახეობის ჩაის).

2015 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელი ქალაქ კიახტაში გამოცხადდა კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წლად. მთელი წლის განმავლობაში ქ. კიახტის აკადემიკოს ვ. ა. ობრუჩევის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ატარებს ღონისძიებების სერიას, რომელიც ეძღვნება 125 წლის იუბილეს.

მუზეუმში ტარდება შემდეგი ექსკურსიები:

  • კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება — 14 დარბაზის მონახულება მუდმივი ექსპოზიციებით, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის დაარსების ისტორიაზე, სავაჭრო დასახლების ლეგენდარულ წარსულზე, გვაცნობს ჰუნური დროის უმდიდრეს კოლექციას. და ა.შ.
  • მიმოხილვითი ექსკურსია „ისტორიული კიახტა“ — ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება — სავაჭრო რიგების, სავაჭრო სასახლის, სავაჭრო სახლების და ა.შ.
  • ექსკურსია „მართლმადიდებლური კიახტა“ — ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის, სამების საკათედრო ტაძრის, ქრისტეს აღდგომის ტაძრის მონახულება.
  • ექსკურსია „ჰუნების მემკვიდრეობა“ — ხუნუს ტომების უდიდესი სამარხი კომპლექსების მონახულება.
  • „გასვლითი ტური“ — სამოგზაურო ტური ულან-უდე—კიახტა.
  • საექსკურსიო პროგრამა „ძველი მორწმუნეების ფერადი კალეიდოსკოპი“.
  • პროგრამა „ულან-უდე სკოლის მოსწავლის თვალით“ აცნობს ულან-უდეს ისტორიასა და კულტურას.
  • ისტორიული და რელიგიური ექსკურსიის პროგრამა „ბურიატია — წმინდა მიწა“ — წმინდა ადგილების, ეკლესიების მონახულება, რაც საშუალებას იძლევა საკუთარი თვალით ნახოთ უძველესი ექსპონატები, მართლმადიდებლური და ბუდისტური სალოცავები, გაეცნოთ წარსულის საინტერესო ფაქტებს, ასევე ნახოთ კიახტასა და ბურიატიაში მომხდარი დიდი მოვლენებისადმი მიძღვნილი ძეგლები.
  • საექსკურსიო პროგრამა — „ბურიატიის ხალხების კულტურის გაცნობა“ საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ საინტერესო ფაქტებს წარსულიდან, იგრძნოთ უძველესი ქალაქების ატმოსფერო, ნახოთ უძველესი ექსპონატები, მართლმადიდებლური და ბუდისტური სალოცავები, გაეცნოთ დაარსების, არქიტექტურის ისტორიებს, ძველი ქუჩების დასახელებებს, ქალაქების თანამედროვე შენობებს.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტიის I ყრილობის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • მემორიალური სახლ-მუზეუმი — სუხე-ბატორის „კონსპირაციული ბინა“
  • კიახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი ულან-უდეში

მუზეუმის ფართობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ექსპოზიცია და გამოფენა — 1200 მ²
  • დროებითი გამოფენები —50 მ²
  • საცავი — 360 მ²
  • პარკი — 8 ჰა

მუზეუმის კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ფონდი 120 ათასი ნივთისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა კოლექციებშია თავმოყრილი:

  • ჰუნების არქეოლოგიური კოლექცია.
  • ორნიტოლოგიური კოლექცია.
  • ენტომოლოგიური კოლექცია.
  • ბოტანიკური კოლექცია.
  • წიგნის ფონდი. 30 ათასზე მეტი შესანახი ერთეული
  • ბუდისტური კოლექცია — ბრინჯაოს ქანდაკება, ჭურჭელი.
  • ნუმიზმატიკური კოლექცია.
  • დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების კოლექცია.

ცალკეული ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩინეთის ნაწილების ხელით დაწერილი რუქები ჩინურად, იმიერბაიკალეთის რეგიონის, ბაიკალის, ირკუტსკის რეგიონის დახაზული რუკა, ცეცენ-ხანოვის აიმაღის რუკა მონღოლურად და სხვა.
  • მონღოლეთში პირველი საბჭოთა ექსპედიციის მონაწილის ს. ა. კონდრატიევის ხელნაწერი „მონღოლური ლეგენდა" (1935).
  • „ჩინური გრამატიკა შედგენილი ბერი იაკინთეს მიერ“ და „პირველი ოთხი ხანის ისტორია ჩინგიზების სახლიდან“.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის გამოცემული წიგნები:

  1. "Труды Троицкосавско-Кяхтинского отделения Приамурского отдела Императорского Русского географического общества". 18 томов;
  2. "Протоколы собраний Троицкосавско-Кяхтинского отделения Приамурского отдела Императорского Русского географического общества";
  3. "В. А. Обручев Селенгинская Даурия". 1929 год;
  4. "Флора Забайкалья". Совместно с Всесоюзным ботаническим обществом. 8 выпусков (1-й выпуск издан в 1929 году, 2 выпуск — в 1931, 3 выпуск — в 1937 году, 4 выпуск — в 1939 году);
  5. "Кяхта". Путеводитель — М., 1990;
  6. "Необычайная Кяхта" в 2014 году

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. БГТРК. В этом году старейшему музею Бурятии — 125 лет.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-09-12.
  2. http://www.museum.ru/N3015
  3. А. Марионкова Немного истории //Бурят-Монгольская правда. №272, 23 ноября 1940 года, стр. 2
  4. П. Б. В Троицкосавском музее//Бурят-Монгольская правда. № 43 (141) 22 февраля 1924 года. стр.3
  5. С. У. В Боргойской степи //Бурят-Монгольская правда. № 200 (2101) 5 сентября 1930 года. стр.1
  6. Архивные документы в библиотеках и музеях Российской Федерации. Справочник. Кяхтинский краеведческий музей.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2009-09-24.