კვირისტავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კვირისტავა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans)
|
||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Zinnia | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კვირისტავა (Zinnia), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. 20-მდე სახეობა ველურად იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. დეკორატიულ მებაღეობაში გავრცელებულია მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans), რომლის ყვავილედში არის 2 სახის — ენისებრი და მილისებრი ყვავილი, ფერად თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი. კვირისტავას ყვავილის დიამეტრი 12-14 სმ აღწევს. ცნობილია აგრეთვე კვირისტავა ჰაგეანა (Zinnia Haageana), რომელსაც მოყვითალო-ნარინჯისფერი ყვავილები აქვს. კვირისტავას იყენებენ კლემბებისა და რაბატების შესაქმნელად, ბორდიურებად და ყვავილწნულებისათვის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მანაგაძე გ., ქსე, ტ. 5, გვ. 500, თბ., 1980
სტატიის