კარვინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კარვინა
Karviná
ცენტრალური მოედანი
ცენტრალური მოედანი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზია
კოორდინატები 49°51′15″ ჩ. გ. 18°32′34″ ა. გ. / 49.85417° ჩ. გ. 18.54278° ა. გ. / 49.85417; 18.54278
დაარსდა 1923
პირველი ხსენება 1268
ფართობი 57,49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 221
მოსახლეობა 63 045 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1 100 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 733 01 ან 735 06
ოფიციალური საიტი http://www.karvina.cz

კარვინა მდებარეობა ჩეხეთის რესპუბლიკა

Red pog.svg

კარვინა (ჩეხ. Karviná) — ქალაქი ჩეხეთში, მორავია-სილეზიის მხარეში, კარვინის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი; გაშენებულია მდინარე ოლშეზე. მდებარეობს ტეშინის სილეზიის ისტორიულ რეგიონში და წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის ქვანახშირის მომპოვებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს. მეზობელ ქალაქებთან ერთად ქმნის ოსტრავა-კარვინის ქვანახშირის აუზს.

2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 63 045 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 8,5% სლოვაკია, 8% კი პოლონელი. პოლონელი მოსახლეობა ისტორიულად მცირდება. წარსულში, ქალაქში არსებობდა მნიშვნელოვანი გერმანული საზოგადოება. ასევე იზრდება ბოშათა რაოდენობა.

კარვინის დასახლებამ ქალაქის სტატუსი 1923 წელს მიიღო. 1938 წელს იგი პოლონეთის მიერ იქნა ოკუპირებული, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ნაცისტების ხელში აღმოჩნდა. ომის შემდეგ იგი კვლავ ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]