კანიალალ მანეკლალ მუნში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანიალალ მანეკლალ მუნში
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1887
დაბ. ადგილი ბჰარუჩი
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1971
ეროვნება ინდოელი
მიმდინარეობა დრამატიზმი

კანიალალ მანეკლალ მუნში (ბენგ. कनैयालाल माणेकलाल मुन्शी; დ. 30 დეკემბერი, 1887, ბჰარუჩი — გ. 8 თებერვალი, 1971) — ინდოელი მწერალი, ისტორიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. წერდა ინგლისურ და გუჯარათულ ენაზე. განათლებით იყო იურისტი. 1915 წლიდან თანამშრომლობდა მაჰათმა განდის ჟურნალს: „იანგ ინდიაში“. წერდა რომანებს. ავტორია თხზულებისა „გუჯარათი და მისი ლიტერატურა“ (1935). მუნში რასას წყაროდ მიიჩნევდა ყოველივე იდეალურს ცხოვრებაში. იზიდავდა ზეკაცის, გმირის, გამოჩენილი პიროვნების იდეა. მისი სტილი გამოირჩევა მძაფრი დრამატიზმით.

ლიტერატურა[რედაქტირება]