კამიშინის დიმიტრი თესალონიკელის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამიშინის დიმიტრი თესალონიკელის ძეგლი
Памятник Дмитрию Солунскому
კოორდინატები 50°05′30″N 45°24′59″E / 50.091734° ჩ. გ. 45.416343° ა. გ. / 50.091734; 45.416343
მდებარეობა კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე სერგეი შჩერბაკოვი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3441009000

კამიშინის დიმიტრი თესალონიკელის ძეგლი (რუს. Памятник Дмитрию Солунскому) — ძეგლი ქალაქ კამიშინში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მისი მოქანდაკეა რუსეთის დამსახურებული მხატვარი სერგეი შჩერბაკოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კამიშინი XVIII საუკუნის ბოლომე ატარებდა დმიტრიევსკის სახელწოდებას წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივისცემის ნიშნად. წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ითვლება ქალაქ კამიშინის ზეციურ მფარველად. ყოველწლიურად 8 ნოემბერს აღნიშნავენ წმინდანის დღეს. გადმოცემის თანახმად დიმიტრი თესალონიკელმა ქალაქი გადაარჩინა თათართაგან დარბევას, შეაჩერა მისი მხედრები და აუკრძალა ქალაქს შეხებოდნენ. 2007 წლიდან მოსახლეობში მუსირებდა აზრი წმინდანის ძეგლის აღმართვის შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ შეთანხმდნენ ძეგლის აღმართვის ადგილზე პროექტი შეჩერდა და არ განხორციელებულა.

2013 წლის 8 ნოემბერს ქალაქის კომკავშირის მოედანზე გაიმართა ძეგლის გახსნის ცერემონია. ძეგლის ავტორი გახდა ვოლგოგრადელი მოქანდაკე, რუსეთის დამსახურებული მხატვარი სერგეი ალექსანდრეს ძე შჩერბაკოვი. ძეგლის ესკიზი განიხილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მას დაეთანხმა ვოლგოგრადის ეპარქიის მიტროპოლიტი გერმანე ტიმოფეევი. ძეგლის შექმნისა და დადგმის თანხები, 11 მლნ რუბლი, გამოიყო ფედერალური სახსრებიდან. ძეგლის გახსნის შემდეგ ადგილობრივმა კაზაკებმა ლიტანიობა მოაწყვეს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკების საერთო სიმაღლე შეადგენს 17 მეტრს. დიმიტრი თესალონიკელის ოთხმეტრიანი ფიგურა დგას 13-მეტრიან კოლონისებურ კვარცხლბეკზე. წმინდანი გამოსახულია საბრძოლო ფორმაში, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭრავს, ხოლო მეორეში ჯვარი, თავზე კი გვირგვინი ადგას. ძეგლის კვარცხლბეკზე წარწერაა

ვიკიციტატა
„Святой великомученик Дмитрий Солунский небесный покровитель города
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, ქალაქის ზეციური მფარველი“

ძეგლი აღმართეს კომკავშირის მოედანზე ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით. ძეგლის დამზადებასა და აღმართვაში მონაწილეობდნენ მოქანდაკე სერგეი შჩერბაკოვი, კამიშინის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იური კობაკოვი. ორგანიზაცია „Приволжтрансстрой“-ის დირექტორი ვლადიმირ ივაშჩენკო და ქალაქის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრე გლავასტკიხი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]