კამერონ დიასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამერონ დიასი
Cameron Diaz
CameronDiazByCarolineRenouard2010.jpg
კამერონ დიასი 2010 წელს
დაბადების სახელი კამერონ მიშელ დიასი
დაბადების ადგილი სან-დიეგო, კალიფორნია
დაიბადა 30 აგვისტო, 1972
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
შემოქმედების წლები 1988–93 (მოდელი)
1993–დღემდე (მსახიობი)

კამერონ დიასი (ინგლ. Cameron Diaz; დ. 30 აგვისტო, 1972) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“, სადაც შეასრულა ნატალი კუკის როლი. სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, ფილმში შესრულებული როლებისთვის: „ყველა მერიზე გიჟდება“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“, „ვანილის ზეცა“ და „ნიუ იორკის ბანდები“.

კამერონ დიასი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, დედამისის საბაჟოს აგენტის ბილისა და მამამისის ნავთობის კომპანიის მუშაკის ემილიო დიასის ოჯახში.[1][2] მამის მხრიდან კამერონის ბებია და ბაბუა ეროვნებით ესპანელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ აშშ-ში, კერძოდ, კი ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი).[3][4] კამერონის დედა ნახევრად ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკი წარმოშობისაა.[5][6][7] კამერონს ჰყავს უფროსი და სახელად ხიმენე.[8] 16 წლის ასაკში დიასმა კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა.[8] მომდევნო წლებში კონტრაქტს აფორმებდა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის იყო Calvin Klein Inc. და Levi Strauss & Co. 17 წლია ასაკში გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე.[9] კამერონ დიასი ესწრებოდა ლონგ-ბიჩის საშუალო პოლიტექნიკურ სკოლას.[8][10] 21 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „ნიღაბი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯიმ კერი.

2008 წლის 15 აპრილს, 58 წლის ასაკში კამერონს პნევმონიით მამა გარდაეცვალა.[11] 1995 წლიდან დიასი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მეტ დილონთან; 3 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[12] 1999 წლიდან ხვდებოდა ჯარედ ლეტოს,[13] თუმცა 2003 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ[14] 2003 წლიდან 2006 წლამდე ხვდებოდა მომღერალსა და მსახიობს ჯასტინ ტიმბერლეიკს,[12] ხოლო 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა ავსტრალიელ სპორტსმენს ალექს როდრიგესს.[15]

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1994 ნიღაბი ტინა კარლაილი
1995 უკანასკნელი ვახშამი ჯუდი
1996 ის ერთადერთია ჰიზერი
შეიგრძნო მინესოტა ფრედი კლეიტონი
თავი წყლის თავზე ნატალი
ტულსას გასაღები ტრუდი
1997 საუკეთესო მეგობრის ქორწილი კიმბერლი უოლესი
ჩვეულებრივი ცხოვრება სელინა ნავილი
1998 შიში და სიძულვილი ლას–ვეგასში ტელერეპორტიორი
ყველა მერიზე გიჟდება მერი ჯენსენი
ძალიან ველური ხუმრობები ლორა გერეტი
1999 მამაკაცურ ქალური ფილმი კამეო
იყო ჯონ მალკოვიჩი ლოტი შვარცი
ქალის საუდუმლოებები კეროლ ფეიბერი
უხილავი ცირკი ფაითი
ყოველი კვირა დღე კრისტინა პაგნიაჩი
2000 ჩარლის ანგელოზები ნატალი კუკი
2001 შრეკი პრინცესა ფიონა გახმოვანება
ვანილის ზეცა ჯული ჯიანი
2002 უტკბილესი კრისტინა უოლტერსი
ნიუ იორკის ბანდები ჯენი ევერდინი
2003 ჩარლის ანგელოზები 2 ნატალი კუკი
2004 შრეკი 2 პრინცესა ფიონა გახმოვანება
2005 შენგან შორს მეგი ფელერი
2006 შვებულება გადაცვლით ამანდა ვუდსი
2007 შრეკი 3 პრინცესა ფიონა გახმოვანება
2008 ერთხელ ვეგასში ჯოი მაკნელი
2009 ჩემი მფარველი ანგელოზი სარა ფიცჯერალდი
ყუთი ნორმა ლიუისი
2010 შრეკი სამუდამოდ პრინცესა ფიონა გახმოვანება
დღის რაინდი ჯუნ ჰევენსი
2011 მწვანე კრაზანა ლენორ კეისი
ძალიან ცუდი მასწავლებელი ელიზაბეთ ჰოლსი
2012 გამბიტი პი-ჯეი პუზნოვსკი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Family ties, Father & mother. People (May 20, 2004). წაკითხვის თარიღი: March 5, 2010.
  2. FilmReference.com: Cameron Diaz Biography (1972–)
  3. YouTube interview about her Spanish-Cuban roots
  4. CAMERON DIAZ: A Life Less Ordinary: Interview. Urbancinefile.com.au. წაკითხვის თარიღი: March 5, 2010.
  5. Jenkins, David. “Girl, interrupted“, The Daily Telegraph, January 9, 2003. წაკითხვის თარიღი: March 6, 2008. 
  6. Cameron Diaz: Hollywood crowd-pleaser“, BBC News, July 29, 2005. წაკითხვის თარიღი: January 12, 2008. 
  7. Hawk, Mason (1998). A Cheap Date With Cameron Diaz. NYRock. წაკითხვის თარიღი: January 12, 2008.
  8. 8.0 8.1 8.2 Stated on Inside the Actors Studio, 2005
  9. Covers Throughout the Years – Historic Seventeen Magazine Covers. Seventeen (October 30, 2010). წაკითხვის თარიღი: February 22, 2011.
  10. Cameron Diaz biography. Yahoo! Movies. წაკითხვის თარიღი: June 9, 2011.
  11. Cameron Diaz's father succumbs to pneumonia (April 16, 2008). წაკითხვის თარიღი: April 16, 2008.
  12. 12.0 12.1 Cameron Diaz Biography. Movies.yahoo.com. წაკითხვის თარიღი: February 22, 2011.
  13. Mimon, Diana. Cameron Diaz Biography. 'About.com'. The New York Times Company. წაკითხვის თარიღი: July 31, 2011.
  14. (June 30, 2003) „Back on the Market“. People 59 (25): გვ. 85. 
  15. "Alex Rodriguez on Split with Cameron Diaz: 'We'll Always Be Friends'" September 22, 2011, People Magazine