კავკასიური იორდასალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური იორდასალამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  იორდასალამისებრნი
გვარი:  იორდასალამი
სახეობა:  კავკასიური იორდასალამი
ლათინური სახელი
Paeonia caucasica (Schipcz.) Schipcz.

კავკასიური იორდასალამი (ლათ. Paeonia caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 1 მ-ს აღწევს. აქვს ძლიერ გახევებული დატოტვილი ფესურა. ფოთოლი დაყოფილია ფართო ნაკვთებად. ყვავილი მეწამულია, ჩვეულებრივ ფართოდ გაშლილი. მტვრიანები ყვითელია, მათი ძაფები – მეწამული. ნაყოფი ფოთლურაა, მოყვითალო-მონაცრისფროდ შებუსული. თესლი წითელი ან მოწითალოა. მომწიფებული ნაყოფი დანაოჭებულია. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება ივლისში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, იზრდება მთისწინებიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ტყისპირებზე, ბუჩქნარებში.

Paeonia-ს გვარის 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ჩრდ. ამერიკაში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში. საქართველოში 9 სახეობაა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 116.