კაესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
კაესი (ფრანგ. Kayes) — ქალაქი მალიში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სენეგალის საზღვართან ახლოს მდინარე სენეგალის ნაპირებზე. კაესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 100 583 კაცს (2006).
1892-1899 წლებში იყო საფრანგეთის სუდანის დედაქალაქი (1899 წლიდან დედაქალაქი გადაიტანეს ბამაკოში). მეორე მსოფლიო ომის დროს კაესში გადაზიდეს და შეინახეს საფრანგეთის ბანკის ოქროს მარაგი.
კაესში დაიბადა ქვეყნის ორი პრეზიდენტი მუსა ტრაორე და ალფა უმარ კონარე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Portions of this article are a translation of French language Wikipedia's Kayes.
- Colonial history of Kayes
- View of Sénégal River Bridge at Kayes