მალის რეგიონები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მალის რეგიონები — მალი ადმინისტრაციულად იყოფა რეგიონებად და ერთ დედაქალაქის ოლქად. რეგიონებს სახელწოდებები მიღებული აქვთ ადმინისტრაციული ქალაქების მიხედვით. რეგიონები იყოფა 49 მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულად (Cercles) და მესამე დონის 703 კომუნად[1].
რეგიონები დანომრილია რომაული სისტემით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით[2]. ქალაქი ბამაკო წარმოადგენს ცალკე მდგომ ადმინისტრაციულ ერთეულს.
რეგიონების ცხრილი [რედაქტირება]
ცხრილში წარმოდგენილია რეგიონები და ბამაკოს სადედაქალაქო ოლქი, მოსახლეობის რაოდენობა აღებულია 2009 წლის ცენზის მიხედვით[3].
| სახელწოდება | ნომერი | ფართობი (კმ2) | მოსახლეობა |
|---|---|---|---|
| გაო | რეგიონი VII | 170,572 | 544,120 |
| კაიესი | რეგიონი I | 120,760 | 1,996,812 |
| კიდალი | რეგიონი VIII | 151,430 | 67,638 |
| კულიკორო | რეგიონი II | 90,120 | 2,418,305 |
| მოპტი | რეგიონი V | 79,017 | 2,037,330 |
| სეგუ | რეგიონი IV | 64,947 | 2,336,255 |
| სიკასო | რეგიონი III | 71,790 | 2,625,919 |
| ტომბუქტუ | რეგიონი VI | 497,926 | 681,691 |
| ბამაკო | დაუნომრავი | 252 | 1,809,106 |
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ (in French)Loi N°99-035/ Du 10 Aout 1999 Portant Creation des Collectivites Territoriales de Cercles et de Regions, Ministère de l'Administration Territoriales et des Collectivités Locales, République du Mali, 1999, http://www.matcl.gov.ml/PDF/LoiCreationCercleReg.pdf.
- ↑ Évaluation de la coopération décentralisée franco-malienne La coopération décentralisée franco-malienne, état des lieux, Ministère des Affaires étrangères et européennes (French Ministry of Foreign Affairs).
- ↑ (in French)Resultats Provisoires RGPH 2009, République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/mali.pdf.