კაგუანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაგუანი
Kaguang-drawing.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ფრთამატყლიანები
სახეობა: კაგუანი
ლათინური სახელი
Cynocephalus volans

კაგუანი (ლათ. Cynocephalus volans) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფრთამატყლიანთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე (კუდით) 60 სმ აღწევს, წონა — 1,7 კგ. გვერდებზე კისრიდან კუდამდე გადაჭიმული აქვს ფართო საფრენი აპკი, რომლის საშუალებითაც საშუალოდ 70 მ-მდე შეუძლია გადაიფრინოს. გავრცელებულია ზონდის, მოლუკის, ფილიპინის კუნძულებსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. მეხეური ცხოველია. აქტიურია ღამოთ. იკვებება ნაყოფებით. იყენებენ მის ხორცსა და ბეწვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]