კაბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაბუ
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კახა აბუაშვილი
აგრეთვე ცნობილი როგორც კაბუ
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1974 (1974-09-19) (49 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი რეპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1998-დან
საიტი KABU

კახა აბუაშვილი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით კაბუ (დ. 19 აგვისტო, 1974, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეპერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახა აბუაშვილი 1974 წლის 17 აგვისტოს დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის 187-ე საშუალო სკოლაში. 1998 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, სამსახიობო ფაკულტეტი. კურსი მიჰყავდა ლევან წულაძეს. იქ გაიცნო დუტა სხირტლაძე, რომელთან ერთადაც დაიწყო თეატრალური კარიერა.

სამსახიობო კარიერის პარალელურად გატაცებული იყო მუსიკით, ძირითადად პანკ-როკით, მოგვიანებით კი ჰიპ-ჰოპით დაინტერესდა. მუსიკალური გავლენა მოახდინეს რეპერებმა 2Pac და Snoop Doggy Dog.

2007 წლის თებერვალში კაბუ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს. თავდაპირველად კაბუ თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სასამართლომ ის 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა[1].

2019 წელს საფრანგეთის პოლიციამ კაბუ ფულის გათეთრების მოტივით დააკავა[2].

ჰყავს მეუღლე ანუკა და შვილები: გიორგი და კესო.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სიმღერა — „STOP“, შექმნა 1997 წელს და შიდსთან ბრძოლას მიუძღვნა და ერთ-ერთ ფესტივალზე შესრულდა კიდევაც. მალევე გამოვიდა კაბუს პირველი ალბომი „დაიკიდე“. მოგვიანებით გამოვიდა მისი ორი დუეტი — სტეფანესთან „გიყვარდეს“ და თამთა გოგუაძესთან „მინდა რომ არსებობდე“. ძირითადად მეგობრობს და თანამშრომლობს რეპერებთან: ძვალი, გერცი, მემო, მუზა, ბედინა და ჯგუფი ისინი. სხვადასხვა დროს პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი სიმღერები: „ჰეი გოგონი“, „სისატურა“, „ვის კლავ შენ“, „საქართველო ლამაზო“, ფრთხილად, „მომე“, „არ გეტყვი რომ მიყვარხარ“ და ა.შ.

რამდენიმე წელი დიჯეის ამპლუაში მოღვაწეობდა რადიოში FM 100.3. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დამიჯერე შენ მე“ (დუეტი: ბედინა)[3];
  • „არ გეტყვი რომ მიყვარხარ“ (დუეტი: ამიკო)[4];
  • „ეჭვები“ (დუეტი: ბედინა, ძვალი, გერცი, სიომა)[5];
  • „მინდა გიცნობდე“ (მუს. ე. დიდია; ტექს. ი. სანიკიძე; ასრ.: ზ. ხაჩიძე, კაბუ)[6];
  • „ვერ მამჩნევ“ (დუეტი: ნ. კალატოზიშვილი; მუსიკა: ლილიკო ნემსაძე)[7];
  • „მინდა რომ არსებობდე“ (დუეტი: თამთა გოგუაძე);
  • „მომე“;
  • „ჰეროინი თოვს“;
  • „ტყვია გულში“;
  • „ცრემლიანი აგვისტო“ (დუეტი: ცირეკა; 2008)[8];
  • „დაბრიდა პონტი“;
  • „მე შეიძლება არ ვიღებ ხმას“;
  • „31 დეკემბერი“ (აუდიოჩანაწერი)[9];
  • „მინდა დავბოლდე“;
  • „თბილისი“ (ვიდეოკლიპი)[10];
  • „მახსოვს“ (დუეტი: მასტერი; ვიდეოკლიპი)[11].

პირველი ალბომი „დაიკიდე“

  1. „Intro“;
  2. „ესროლე ტყუილს“;
  3. „სისა ტურა“;
  4. „ფული“;
  5. „რა ხდება დღეს“;
  6. „ჩემი საძმო“;
  7. Skit;
  8. „ვის კლავ შენ/S.T.O.P.“;
  9. Skit;
  10. „ჰეი გოგონი“;
  11. „ნუ იფიქრებ სხვაზე“;
  12. Skit;
  13. „დაიკიდე“.
კაბუს მეორე ალბომი დაიღალა კ.ა.ბ.უ.

მეორე ალბომი „დაიღალა კ.ა.ბ.უ.“ (პროდიუსერი: კახა მამულაშვილი; „სტუდია თბილისი“, 2005)[12]

  1. „დაიღალა კაბუ“ (არანჟირება: დიმა თეიმურაზოვი);
  2. „BOOM!“ (დუეტი: გერცი&ძვალი; არანჟირება: ლევან ჩიჩუა);
  3. „დავივიწყებ“ (დუეტი: ნინი; არანჟირება: ლევან ჩიჩუა);
  4. „არ გეტყვი რომ მიყვარხარ“ (დუეტი: ამიკო; არანჟირება: ზაზა ხუბუკელაშვილი);
  5. „უშენოდ აქ რა მინდა“ (დუეტი: გერცი&ძვალი; არანჟირება: დიმა თეიმურაზოვი);
  6. „ყველაფერი გამოვა“ (დუეტი: ცანკა; არანჟირება: დიმა თეიმურაზოვი);
  7. „საქართველო ლამაზო“ (დუეტი: ქართული ხმები; არანჟირება: სონა);
  8. „გაიღიმეთ“ (დუეტი: მერაბ ნინიძე; არანჟირება: გელა იმნაძე, ზაზა წურწუმია);
  9. „SOS“ (არანჟირება: ძვალი);
  10. „მინდა გიცნობდე“ (დუეტი: ზურა ხაჩიძე; არანჟირება: ირაკლი დიდია);
  11. „უნდიხარ გულს“;
  12. „დაიმალა მზე“ (დუეტი: ლელა წურწუმია; არანჟირება: ლევან ჩიჩუა).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2012: ბოლო გასეირნება (თენგო)
  2. 2009: კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2) (თენგო)
  3. 2006: რევერსი (უბრალოდ თამაში) (კაბუ)
  4. 2005: მიდიოდა მატარებელი (კაბუ)
  5. 2002: ქაღალდის ნავი (კახა თოიძე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კახა აბუაშვილი (კაბუ), მსახიობი, მომღერალი
  2. "კაბუს" ემოციური მიმართვა პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ციხე დატოვა
  3. ქართული რეპი [აუდიოჩანაწერი] = Geo Rap. - თბ. : სანო სტუდია, 2002
  4. ფიქრეპი [აუდიოჩანაწერი] : [Georgian rappers] / არანჟ. და ხმის ჩაწერა ზაზა ხუბუკელაშვილი. - თბ. : სანო სტუდია, 2005
  5. ქართული რეპი [აუდიოჩანაწერი] : The best of Geo rap. - თბ. : სანო სტუდია, 2004
  6. ქუჩის ბიჭები [აუდიოჩანაწერი] : მიყვარხარ : Album V / მასტერინგი კ. ნონიკოვი. - [თბ.] : "სტუდია თბილისი"
  7. [ლილიკო ნემსაძის სიმღერები] [აუდიოჩანაწერი]. - თბ. : სანო სტუდია, 2005
  8. KAbu ft Cireka YouTube-ზე
  9. Kabu- 31 December YouTube-ზე
  10. KABU Tbilisi (Official Music Video) 2021 YouTube-ზე
  11. Masteri ft Kabu - Maxsovs / მახსოვს YouTube-ზე
  12. დეტალური ინფორმაცია ამოწერილია ორიგინალი კასეტიდან
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაბუ&oldid=4617338“-დან