იურგის ბალტრუშაიტისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იურგის ბალტრუშაიტისი

იურგის ბალტრუშაიტისი (დ. 2 მაისი, 1873, სოფ. პაანტვარჯიაი, კოვნოს გუბერნია, ახლანდელი იურბარკასის რაიონი — გ. 3 იანვარი, 1944, პარიზი) — ლიტველი პოეტი. წერდა ლიტვურ და რუსულ ენებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1899 წლიდან, ლიტვურ ენაზე 1930 წლიდან. იყო სიმბოლისტი. მის პოეზიაში ჭარბობს ფილოსოფიური ლირიკა. 1939 წლიდან პარიზში ცხოვრობდა. ბალტრუშაისტის ლექსთა კრებულებიდან აღსანიშნავია: რუსულ ენაზე „მიწიერი საფეხურები“ (1911), და „მთის ბილიკი“ (1912), ლიტვურ ენაზე „ცრემლების გვირგვინი“ (1942) და „შროშანი და სიკვდილი“ (გამოიცა 1948 წელს).

ლიტერატურა[რედაქტირება]