იუკაგირის ზეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუკაგირის ზეგანი
რუს. Юкагирское плоскогорье
კოორდინატები: 66°24′40″ ჩ. გ. 154°00′32″ ა. გ. / 66.41111° ჩ. გ. 154.00889° ა. გ. / 66.41111; 154.00889
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული იაკუტია, მაგადანის ოლქი
უმაღლესი წერტილი ჩუბუკულახი, 1128 მ
სიმაღლე საშ. 300–700 
იუკაგირის ზეგანი — რუსეთი
იუკაგირის ზეგანი

იუკაგირის ზეგანი[1] (რუს. Юкагирское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, იაკუტიასა და მაგადანის ოლქში, მდ. კოლიმის მარჯვენა ნაპირზე. ჩრდილოეთ ნაწილში აგებულია მეზოზოური ეფუზივებით, სამხრეთში — მეტამორფული კამბრიულისწინა, პალეოზოური და ტრიასული ნალექებით. შუამდინარეთების საშუალო სიმაღლე 300–700 მ-ია, ცალკეული მასივებისა — 1000 მ-ზე მაღალი (1128 მ, ჩუბუკულახი). არის მეჩხერი ფოთლოვანი ტყეები, 400–600 მ-ზე მაღლა — ქონდარა ფიჭვის რაყები და ტუნდრა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 90.
  2. Юкагирское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.